უეინ რუნის 21-ე წუთზე გატანილმა გოლმა, “მანჩესტერ იუნაიტედს” აშკარად სუსტ “რედინგთან” 1:0 გაამარჯვებინა და როგორც ჩანს, ჩემპიონობის საკითხიც გადაწყვიტა, რადგან მისმა უშუალო მდევარმა, თანაქალაქელმა “სიტიმ”, “ევერტონთან” წააგო და მათ შორის სხვაობა, უკვე 15 ქულამდე გაიზარდა. ახლა, “ეშმაკუნებს” სულ ცოტა დარჩათ, რომ სარეკორდო, მე-20 ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმონ.
მანამადე, დღის ადრეულ მატჩში “სიტიმ” “ევერტონთან” წააგო და ჩანს, საბოლოოდ დაემშვიდობა ჩემპიონობაზე ოცნებას. “გუდისონ პარკზე” ცოტა უცნაური თამაში გამოვიდა და ამაში დიდი წვლილი, 40 წლის ბრისტოლელმა არბიტრმა ლი პრობერტმა შეიტანა: ჯერ, მე-13 წუთზე მასპინძელთა ბელგიელმა შემტევმა კევინ მირალასმა ულამაზესი გოლი გაიტანა “ცხრიანში”, მაგრამ მსაჯმა ერთობ საეჭვო თამაშგარე დააფიქსირა და არ ჩათავალა; მერე, 61-ზე, ევერტონელთა სამხრეთაფრიკელ სტივენ პინაარს საეჭვოდ უჩვენა მეორე ყვითელი ბართი და მოედანი დაატოვებინა, ბოლოს კი, როცა წუთებიღა რჩებოდა, საკუთარ საჯარიმოში ევერტონელ ფელაინის ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ პრობერტმა მხოლოდ ჯარიმა “აკმარა” “სიტის” და ამას მალევე მეორე გოლი მოჰყვა სტუმართა კარში. იყო შედევრიც: 32-ე წუთზე ლეონ ოსმანის გოლი ჩინებული სანახავი იყო - დიდებული “მოჭრილი” დაურტყა ჯო ჰარტს.
“არსენალმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა უელსში. “სუონსის” საკუთარ “ლიბერთიზე” 2:0 მოუგო. სანტი კასორლამ კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ “მეთოფეთა” ახალ ლიდერად ყალიბდება. გოლები კი ესპანელმა ნაჩო მონრეალმა და შეცვლაზე შესულმა ივუარელმა ჟერვინიომ გაიტანეს.
“ლივერპულმა” კი ისევ წააგო…
ევერტონი – სიტი 2:0 (1:0)
ლივერპული. “გუდისონ პარკი.” 36 519
ევერტონი: მუხა, ჰეიტინგა, ბეინსი, დისტინი, პინაარი, ოსმანი, კოულმენი, ფელაინი, გიბსონი, მირალასი (ნეისმიტი 70), ანიჩებე (იელავიჩი 90)
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
სიტი: ჰარტი, კოლო ტურე (სინკლერი 83), საბალეტა, კოლაროვი, ნასტასიჩი, ბერი (ნასრი 70), მილნერი (კლიში 83), ხავი გარსია, დავიდ სილვა, ტევესი, ჯეკო
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გოლები: 1:0 ოსმანი (32), 2:0 იელავიჩი (90+4)
მსაჯი: ლი პრობერტი
გაფრთხილება: ფელაინი (8), პინაარი (26), ოსმანი (90+1), ანიჩებე (90+4); კოლაროვი (30), ჯეკო (34), დავიდ სილვა (45+2)
გაძევება: პინაარი (61)
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 5(6)-8(6), ჯარიმა: 16-12, თამაშგარე: 2-0, სეივი: 8-1, კუთხური: 13-6
ასტონ ვილა – ქპრ 3:2 (1:1)
ბირმინგემი. “ვილა პარკი.” 38 594
ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ლაუტონი, კლარკი, ბეიკერი (ბენეტი 20), ბენანი, ვესტვუდი, სილა (ნ’ზოგბია 60), აგბონლაჰორი, ბენტეკე, ვაიმანი (ბოვერი 84)
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
ქპრ: ჟულიო სეზარი, სამბა, ჟოზე ბოსინგვა, ჰილი, ფაბიო (ტაარაბტი 66), ჯენასი, ჯი-სუნგ პარკი (მაკი 87), მ’ბია, თაუნსენდი, ზამორა (ჰოილე 46), რემი
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი
გოლები: 0:1 ჯენასი (23), 1:1 აგბონლაჰორი (45+3), 2:1 ვაიმანი (59), 2:2 თაუნსენდი (73), 3:2 ბენტეკე (81)
მსაჯი: კევინ ფრენდი
გაფრთხილება: სილა (31), ბენანი (42), ვაიმანი (45+1); მ’ბია (14), ჰოილე (88)
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 6(4)-11(7), ჯარიმა: 16-10, თამაშგარე: 0-0, სეივი: 5-3, კუთხური: 9-6
საუთჰემპტონი – ლივერპული 3:1 (2:0)
საუთჰემპტონი. “სენტ მერის სთედიუმი.” 32 070
საუთჰემპტონი: ბორუცი, იოშიდა, ჰოიველდი (ჟოზე ფონტე 32), კლაინი, შოუ, ლალანა (გული 84), კორკი, შნაიდერლინი, რამირესი (დევისი 55), როდრიგესი, ლამბერტი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
ლივერპული: ჯონსი, ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ხოსე ენრიკე, დაუნინგი, ჯერარდი, ალენი (ლუკას ლეივა 46), ფილიპე კოუტინიო, სუარესი, სტარიჯი (ჰენდერსონი 84)
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლები: 1:0 შნაიდერლინი (6), 2:0 ლამბერტი (33), 2:1 ფილიპე კოუტინიო (45+1), 3:1 როდრიგესი (80)
მსაჯი: ფილიპ დოუდი
გაფრთხილება: სუარესი (90+2)
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 12(5)-6(2), ჯარიმა: 10-10, თამაშგარე: 0-6, სეივი: 4-8, კუთხური: 7-5
სტოკი – ვესტ ბრომი 0:0
სტოკი. “ბრიტანია.” 26 137
სტოკი: ბეგოვიჩი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, შოტონი, ეთერინგტონი, ველანი (უაითჰედი 46), ნ’ზონზი, კრაუჩი (ჯონსი 64), უოლტერსი, ჯერომი (ადამი 75)
მწვრთნელი: ტონი პალისი
ვესტ ბრომი: ფოსტერი, ოლსონი, რიჯუელი, ჯონსი, მაკოლი, თომასი (ოდემვინგიე 67), მორისონი (ფორტუნე 85), მულუმბუ, იაკობი, ბრანტი, ლუკაკუ (ლონგი 76)
მწვრთნელი: სტივ კლარკი
მსაჯი: მაიკლ დინი
გაფრთხილება: შოტონი (43), ეთერინგტონი (59); ბრანტი (34), მორისონი (45+1)
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 5(8)-5(4), ჯარიმა: 15-10, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-1, კუთხური: 7-1
სუონსი – არსენალი 0:2 (0:0)
სუონსი. “ლიბერთი.” 20 583
სუონსი: ვორმი, უილიამსი, მონკი, ანხელ რანხელი, დევისი, დე გუზმანი, დაიერი (მური 76), სუნგ-იონგ კი (რუტლიჯი 66), ბრიტონი, პაბლო ერნანდესი, მიჩუ
მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი
არსენალი: ფაბიანსკი, მერტესაკერი, ნაჩო მონრეალი, კოშელნი, ჯენკინსონი, არტეტა, დიაბი (რემზი 71), კასორლა, უოლკოტი (გიბსი 85), ჟირუ, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ჟერვინიო 71)
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 0:1 ნაჩო მონრეალი (74), 0:2 ჟერვინიო (90+1)
მსაჯი: ჯონ მოსი
გაფრთხილება: დე გუზმანი (26); არტეტა (83)
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 2(7)-11(4), ჯარიმა: 2-7, თამაშგარე: 3-1, სეივი: 4-0, კუთხური: 3-7
მანჩესტერი – რედინგი 1:0 (1:0)
მანჩესტერი. “ოლდ ტრეფორდი.” 75 605
მანჩესტერი: დე ხეა, რიო ფერდინანდი, ვიდიჩი, ბიუტნერი, სმოლინგი, იანგი (კარიკი 74), გიგზი, ანდერსონი (კაგავა 85), ვან პერსი, რუნი, უელბეკი
მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი
რედინგი: ტეილორი, მარიაპა, შორი, კელი (მორისონი 88), პირსი, ლეიგერტვუდი, მაკანუფი, ყარაჩანი, რობსონ-კანუ (ლე ფონდრე70), მაკლირი, ჰანტი (ბლექმენი 70)
მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: იმონ დოლანი
გოლი: 1:0 რუნი (21)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
გაფრთხილება: ჰანტი (43), კელი (58)
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 8(9)-1(4), ჯარიმა: 5-16, თამაშგარე: 0-1, სეივი: 0-4, კუთხური: 5-4
|
1. |
მანჩესტერი |
29 |
24 |
2 |
3 |
69:31 |
74 |
|
|
2. |
სიტი |
29 |
17 |
8 |
4 |
51:26 |
59 |
|
|
3. |
ტოტენჰემი |
29 |
16 |
6 |
7 |
51:36 |
54 |
|
|
4. |
ჩელსი |
28 |
15 |
7 |
6 |
56:30 |
52 |
|
|
5. |
არსენალი |
29 |
14 |
8 |
7 |
55:32 |
50 |
|
|
6. |
ევერტონი |
29 |
12 |
12 |
5 |
46:35 |
48 |
|
|
7. |
ლივერპული |
30 |
12 |
9 |
9 |
57:39 |
45 |
|
|
8. |
ვესტ ბრომვიჩი |
30 |
13 |
5 |
12 |
40:38 |
44 |
|
|
9. |
სუონსი |
30 |
10 |
10 |
10 |
40:38 |
40 |
|
|
10. |
სტოკი |
30 |
7 |
13 |
10 |
27:35 |
34 |
|
|
11. |
ფულემი |
28 |
8 |
9 |
11 |
39:44 |
33 |
|
|
12. |
ვესტ ჰემი |
28 |
9 |
6 |
13 |
32:41 |
33 |
|
|
13. |
ნიუკასლი |
29 |
9 |
6 |
14 |
40:50 |
33 |
|
|
14. |
ნორვიჩი |
29 |
7 |
12 |
10 |
27:45 |
33 |
|
|
15. |
საუთჰემპტონი |
30 |
7 |
10 |
13 |
42:52 |
31 |
|
|
16. |
სანდერლენდი |
29 |
7 |
9 |
13 |
32:41 |
30 |
|
|
17. |
ასტონ ვილა |
30 |
7 |
9 |
14 |
31:56 |
30 |
|
|
18. |
უიგანი |
28 |
6 |
6 |
16 |
33:55 |
24 |
|
|
19. |
რედინგი |
30 |
5 |
8 |
17 |
35:57 |
23 |
|
|
20. |
ქპრ |
30 |
4 |
11 |
15 |
26:48 |
23 |
17 მარტი: სანდერლენდი – ნორვიჩი, ტოტენჰემი – ფულემი, ჩელსი – ვესტ ჰემი, უიგანი – ნიუკასლი
ბომბარდირები:
22 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
19 – რობინ ვან პერსი (1, “მანჩესტერი”)
16 – გარეთ ბეილი (“ტოტენჰემი”)
სოლომონ გულისაშვილი







