სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:50 | 26.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესაა “ცენტრალური”?!

 

ტურის ცენტრალური მატჩი გორში შედგა, მაგრამ სათამაშო კლასისა თუ სანახაობრივი თვალსაზრისით მას ცენტრალურს ნამდვილად ვერ უწოდებდი. არც ტემპი იყო მაღალი და არც საშემსრულებლო დონე. გააზრებული კომბინაციები იშვითად თამაშდებოდა და ფეხბურთელები ვერც ინდივიდუალური ოსტატობით დაიკვეხნიდნენ. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ორივე კართან მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები კანტიკუნტად შეიქმნა.

წლიდან წლამდე საქართველოს ჩემპიონატის დონე ეცემა და ასეთი სუსტი პირველობა, როგორიც მიმდინარე სეზონშია, აქამდე არ ყოფილა. განვლილმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ხარისხი რაოდენობაში არ გამოიხატება. უმაღლესი ლიგა გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდისთვის მზად არ იყო. ჯერ ჩემპიონატი კარგად არ “გახურებულა” და გუნდებს უამრავი პრობლემა აქვთ. იმ ფონზე, რომ სახელმწიფო ჯერჯერობით კლუბების დაფინანსებას არ აპირებს, სეზონის მსვლელობისას პრობლემები კიდევ უფრო მოიმატებს.

რაც შეეხება მატჩს, ტაიმის შუაწელში, მარჯვენა ფლანგიდან კუთხური თენგიზ წიქარიძემ ჩამოაწოდა, ომარ მიგინეიშვილი გამოსვლაზე შეცდა და გურამ ადამაძის თავურის შემდეგ, ბურთი კარს ასცდა. ერთ წუთში, გორელთა კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც ლაშა თოთაძემ შეასრულა და გიორგი სომხიშვილმა ბურთი ხელებში დააფიქსირა.

ცოტა ხანში, წიქარიძემ მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში მყოფი ბაჩანა არაბული მოძებნა, რომლის სახიფათო თავურმა მიზანს ვერ მიაღწია. “დინამოს” საპასუხო შეტევამ არ დააყოვნა - გიორგი პაპუნაშვილი მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, ერთ მეტოქეს გასცდა და მისი დარტყმის მერე, ბურთი გვერდითი ძელიდან სომხიშვილს თავში მოხვდა, რის შემდეგ კუთხურზე გადავიდა. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ლაშა შერგელაშვილმა შორი მანძილიდან “ჯარიმა” დაარტყა და სომხიშვილი ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა.

მეორე ტაიმი პირველზე ცუდი სანახავი აღმოჩნდა. “დინამომ” მეტოქის კართან სიტუაცია მას მერე გაამწვავა, რაც გივი ქარქუზაშვილმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო და “დილა” კაცნაკლული დარჩა, ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე საჯარიმოს ფარგლებს გარედან ოთარ კაკაბაძის მიერ დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. დამატებულ წუთებზე, “დინამომ” მარჯვნიდან კუთხური ჩამოაწოდა და გორელთა საჯარიმოში ბურთი დავით ჯიქიას მიუვიდა, რომელმაც არაზუსტად დაარტყა. მსაჯის სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე პაპუნაშვილმა “გაისროლა” და ბურთი კარს გადასცდა.

 

დილა (გორი) – დინამო (თბილისი) 0:0

26 სექტემბერი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.

დილა: სომხიშვილი, ჯაფარიძე, ქარქუზაშვილი, ადამაძე, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, წიქარიძე (ახალკაცი, 71), რაზმაძე (კ), სეთურიძე, არაბული (ბერიძე, 63), მოდებაძე (ჭეჭელაშვილი, 89).

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

დინამო: მიგინეიშვილი, თოთაძე, ნიკა ჭანტურია, შერგელაშვილი, ძარია (კ), პარუნაშვილი (საბა ლობჟანიძე, 67), ცინცაძე, პაპუნაშვილი, პაპავა, ჩირგაძე (დავით ჯიქია, 83), საბანაძე (კაკაბაძე, 78).

მთავარი მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი.

გაფრთხილება: ჭანტურია (44), ქარქუზაშვილი (57), ძარია (74), მიგინეიშვილი (74), ქარქუზაშვილი (86), პაპუნაშვილი (89).

გაძევება: ქარქუზაშვილი (86).

მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი.

 

1.

დინამო თბ.

7

5

1

1

14:6

16

 

2.

სპარტაკი

7

4

1

2

6:6

13

 

3.

დილა

7

3

2

2

8:3

11

 

4.

ტორპედო

6

3

2

1

6:3

11

 

5.

ვიტ ჯორჯია

7

3

1

3

9:6

10

 

6.

სამტრედია

6

3

1

2

7:6

10

 

7.

ჩიხურა

6

3

1

2

7:6

10

 

8.

მეტალურგი

7

2

3

2

9:8

9

 

9.

დინამო ბთ.

6

3

0

3

6:6

9

 

10.

გურია

7

2

3

2

6:12

9

 

11.

ზესტაფონი

7

2

2

3

15:10

8

 

12.

სიონი

7

2

2

3

8:9

8

 

13.

კოლხეთი

7

2

1

4

6:10

7

 

14.

შუქურა

6

1

4

1

5:10

7

 

15.

მერანი

6

1

1

4

4:8

4

 

16.

ზუგდიდი

7

0

3

4

4:11

3

 

მეგოლეები: 

შოთა ლომია (ზუგდიდი)

3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), ირაკლი მოდებაძე (დილა), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე  (მეტალურგი), საბა ლომია, გიგა ჟვანია (გურია), გიგა ამბროლაძე (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, გიორგი ფანცულაია (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი), გიორგი ივანიშვილი (სპარტაკი) 

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების  რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093517