სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:09 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი დაინომრა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს პირადი ნომრები მიენიჭათ, რომლის მიხედვითაც მუნდიალზე იასპარეზებენ.

დავიდ დე ხეა ვიქტორ ვალდესის 12-ნომრიან მაისურს მოირგებს. კოკეს, აზპილიკუეტას და კოშტას, შესაბამისად არბელოას, ნავასის და ლიორენტეს 17, 22 და 19-ნომრიანი მაისურები გადაეცემათ.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას ესპანელი ფეხბურთელები შემდეგი ნომრებით შეეცდებიან:

მეკარეები: 1. იკერ კასილიასი ("რეალი"), 23. პეპე რეინა ("ნაპოლი", იტალია), 12. დავიდ დე ხეა ("მანჩესტერი", ინგლისი).

მცველები: 22. სესარ აზპილიკუეტა ("ჩელსი", ინგლისი), 3. ხერარდ პიკე ("ბარსელონა"), 15. სერხიო რამოსი ("რეალი"), 18. ხორდი ალბა ("ბარსელონა"), 4. ხავი მარტინესი ("ბაიერნი", გერმანია), 2. რაულ ალბიოლი ("ნაპოლი", იტალია), 5. ხუანფრანი ("ატლეტიკო").

ნახევარმცველები: 16. სერხიო ბუსკეტსი, 8. ჩავი ერნანდესი, 6. ანდრეს ინიესტა, 10. სესკ ფაბრეგასი  (ყველა "ბარსელონა"), 14. ხაბი ალონსო ("რეალი"), 17. კოკე ("ატლეტიკო"), 13. ხუან მატა ("მანჩესტერი", ინგლისი), 20. სანტი კასორლა ("არსენალი", ინგლისი), 21. დავიდ სილვა ("სიტი", ინგლისი).

თავდამსხმელები: 11. პედრო როდრიგესი ("ბარსელონა"), 19. დიეგო კოშტა, 7. დავიდ ვილია (ორივე "ატლეტიკო"), 9. ფერნანდო ტორესი ("ჩელსი", ინგლისი).

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170589