სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:29 | 23.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ეტიჰადზე” პირველი დიდი ჯახი შედგება

უკვე მეორე ტურში, მაყურებელი პირველ დიდ ჯახს იხილავს პრემიერლიგაში. “ეტიჰად სთედიუმზე”, “მანჩესტერ სიტი” “ლივერპულს” დაუპირისპირდება. ეს ტურის დასკვნითი შეხვედრა იქნება, რომელიც ორშაბათს შედგება. იქამდე კი, რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება გაიმართება, რომელთაგან ყველაზე გამოსარჩევი, “ევერტონი”-“არსენალია”.

ასტონ ვილა – ნიუკასლი

დრო: 23 აგვისტო, 15:45 წთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-2 ტური 
სტადიონი: “ვილა პარკი”

ამ გუნდებმა ჩემპიონატი განსხვავებულად დაიწყეს. პირველ ტურში ბირმინგემელებმა სტუმრად “სტოკი” დაამარცხეს, ხოლო “ნიუკასლმა” შინ “სიტისთან” წააგო.

დღევანდელ შეხვედრაში, ორივე გუნდის მთავარი მწვთვნელი სამი ქულის აღებას გეგმავს. მასპინძლებს კრისტიან ბენტეკე და ლიბორ კოზაკი დააკლდებათ, ხოლო სტუმრები დევიდე სანტონს, პაპის სისესა და რაიან ტეილორს მოისაკლისებენ.

Goal.Com-ის სპეციალურ გამოკითხვაში, მომხმარებელთა 26.7% მიიჩნევს, რომ “ასტონ ვილა” გაიმარჯვებს, ამდენივე პროცენტული მაჩვენებელი აქვს შეხვედრის ფრედ დასრულებას, ხოლო დარჩენილი 46.5% სტუმრების მოგებას ვარაუდობს.

სავარაუდო შემადგენლობები

“ასტონ ვილა”: გუზანი, სენდეროსი, ვლაარი, ჰატონი, ა.სისოკო, დელპი, რიჩარდსონი, ვესტვუდი, ელ აჰმედი, აგბონლაჰორი, ვეიმანი.

“ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, ვილიამსონი, დუმეტი, ჯანმაატი, კოლბეკი, მ.სისოკო, ანიტა, კაბელია, რივიერი, გუფრანი.   

ჩელსი – ლესტერი

დრო: 23 აგვისტო, 18:00 სთ
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-2ტური
სტადიონი: “სტემფორდ ბრიჯი”

პირველ ტურშივე კარგად გამოჩნდა, თუ როგორაა გაძლიერებული “ჩელსი”. მართალია, “ბარნლი” არაა აუღებელი ციხე-სიმაგრე, მაგრამ პირველ ტურში სტუმრად მოგება, თანაც ასე იოლად, ადვილი საქმე არაა.

“არისტოკრატებმა” ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე, პირველივე ტაიმში გაინაღდეს დაგეგმილი სამი ქულა და მეორე ტაიმში თავი აღარ მოუკლავთ.

“ჩელსისგან” განსხვავებით, “ევერტონთან” ქულისთვის ბოლომდე იბრძოლა პრემიერლიგაში დაბრუნებულმა “ლესტერმა” და საწადელს მატჩის ბოლოს მაინც მიაღწია.

ხვალ, უპირობო ფავორიტი “ჩელსი” რომ არის, Gოალ.ჩომ-ის გამოკითხვაშიც ნათლად ჩანს. მომხმარებელთა 92.4% ლონდონელთა მოგებას ეხმრობა, 6.1% “ლესტერის” მოგებას ვარაუდობს, ხოლო 1.5% ფრეს.

“ჩელსი” შეხვედრას დანაკლისის გარეშე ხვდება, ხოლო “ლესტერის” რიგებიდან დენი დრინკუოთერი, მეთი ჯეიმსი და მეთიუ აპსონი ვერ ითამაშებენ. საეჭვოა აგრეთვე, ჯეიმი ვერდის და მარკ ოლბრაიტონის თამაში.

სავარაუდო შემადგენლობები

“ჩელსი”: კურტუა, ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, მატიჩი, ფაბრეგასი, ოსკარი, აზარი, შურლე, კოშტა.

“ლესტერი”: შმეიხელი, დე ლაეტი, მური, მორგანი, კინგი, კნოკერტი, მაჰრეზი, ჰემონდი, კონჩესკი, ნუგენტი, ულოა. 

კრისტალ პალასი – ვესტ ჰემი

დრო: 23 აგვისტო, 18:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-2 ტური
სტადიონი: “შელჰურტს პარკი”

ორივე კლუბს ანალოგიური, უიღბლო სტარტი გამოუვიდა ძლიერ გუნდებთან. “კრისტალ პალასმა” მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში “არსენალთან” წააგო ისევე, როგორც “ვესტ ჰემმა” “ტოტენჰემთან”.

ასე რომ, დღეს პირველი ქულებისთვის საინტერესო ბრძოლას ვიხილავთ “შელჰურტს პარკზე”. მასპინძლები პანჩონს მოისაკლისებენ, ხოლო სტუმრები ქეროლს, იარვისსა და კოლინსონს.

Goal.Com-ის მომხარებელთა 39.1% მიიჩნევს, რომ “კრისტალ პალასი” გაიმარჯვებს, 28.3% “ვესტ ჰემი”, ხოლო 32.6% ფრეს ვარაუდობს.

სავარაუდო შემადგენლობები

“კრისტალ პალასი”: სპერონი, ჰანგელანდი, დელანი, იარდი, კელი, ბენანი, ბელასი, იედინაკი, ლედლი, კემპბელი, შამახი.

“ვესტ ჰემი”: ადრიანი, რიდი, ტომკინსი, დემელი, კრესველი, ნობლი, კუაიტე, დაუნინგი, ნოლანი, კოულო, ვაზ ტე. 

საუთჰემპტონი – ვესტ ბრომვიჩი

დრო: 23 აგვისტო, 18:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-2 ტური
სტადიონი: “სენტ მერი სთედიუმი”

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში “საუთჰემპტონმა” წააგო, მასზე ცუდი არავის დასცდენია. კუმანის გუნდმა “ენფილდზე” ძალიან კარგი შტაბეჭდილება დატოვა და არ გაუმართლა ქულის გარეშე რომ დარჩა. “წმინდანების” დღევანდელი მეტოქე “ვესტ ბრომვიჩია”, რომელმაც პირველ ტურში ქულა მოიპოვა “სანდერლენდთან”.

“წმინდანებს” საკადრო პრობლემები არ აქვთ, ხოლო სტუმრებს ჯეიმი მორისონი დააკლდებათ.

Goal.Com-ის მომხმარებელთა 68.1% მასპინძლების მოგებაზე დგება, 23.4% სტუმრების, ხოლო 8.5% ფრეს ვარაუდობს.

სავარაუდო შემადგენლობები

“საუთჰემპტონი”: ფორსტერი, იოშიდა, კლაინი, ფონტე, ბერტრანი, დევისი, უარდ-პროუსი, ვანიამა, შნეიდერლენი, ტადიჩი, პელე.

“ვესტ ბრომვიჩი”: ფოსტერი, ოლსონი, დოუსონი, პოცოგნოლი, უისდომი, მულუნგუ, დორანსი, ბრანტი, გარდნერი, ანიჩებე, ბერაჰინო.

სუონსი – ბარნლი

დრო: 23 აგვისტო, 18:00 სთ. 
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-2 ტური
სტადიონი: “ლიბერთი სთედიუმი”

“გედებმა” ჩემპიონატი ბრწყინვალედ დაიწყეს და გასვლაზე “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხეს. გარი მონკის გუნდი დღეს შინ, პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერს უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში “ჩელსისთან” საშინაო შეხვედრა უშანსოდ წააგო. 
გარი მონკის გუნდს ფავორიტად მიიჩნევს Goal.Com-ის მომხმარებელთა 83.3%, 13% ვარაუდობს “ბარნლის” მოგებას, ხოლო 3.7% ფრეს.

სავარაუდო შემადგენლობები

“სუონსი”: ფაბიანსკი, ვილიამსი, ამატი, ნ.ტეილორი, რანხელი, სიგურდსონი, დაიერი, კანიასი, შელვი, რუტლიჯი, ბონი.

“ბარნლი”: ჰიტონი, შაკელი, ჰიტონი, დაფი, მი, მ.ტეილორდი, არფილდი, ჯონსი, მერნი, ინგსი, იუტკიევიჩი.

ევერტონი – არსენალი

დრო: 23 აგვისტო, 20:30 წთ 
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-2 ტური
სტადიონი: “გუდისონ პარკი”

დღის გამორჩეული შეხვედრა “გუდისონ პარკზე” გაიმართება, სადაც “ევერტონი” ლონდონის “არსენალს” უმასპინძლებს. პირველ ტურში, მერსესაიდულმა კლუბმა ბოლო წუთებზე დაკარგა ორი ქულა, ხოლო “მეთოფეებმა” პირიქით, გამარჯვება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს.

შუა კვირაში, “არსენალმა” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ჩაატარა “ბეშიქთაშთან”. თურქებთან ნულოვანი ფრე, დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. ამიტომაც, გამორიცხული არაა, რომ ლონდონელებმა შედარებით თავი დაზოგონ, ან გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანონ.

სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაში ლონდონელები გერმანულ ტრიოს კვლავ არ ათამაშებენ და დასვენების საშუალებას მისცემენ. ტრავმირებულია ასევე, მიკელ არტეტა. სტუმრები კი, როს ბარკლის, ბრაიან ოვიედოსა და არუნა კონეს მოისაკლისებენ.

Goal.Com-ის მომხმარებელთა 79.8% ვარაუდობს, რომ “მეთოფეები” გაიმარჯვებენ, 13.4% მასპინძელთა მოგებას ფიქრობს, ხოლო 6.8% ფრეს.

“გუდისონ პარკზე”, ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება “ევერტონის” გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

“ევერტონი”: ჰოვარდი, დისტინი, ბეინსი, იაგიელკა, კოულმენი, ბერი, მაკგიდი, მაკკარტი, მირალაში, ნეისმიტი, ლუკაკუ.

“არსენალი”: შესნი, მონრეალი, კოშელნი, ჩემბერსი, დებუში, უილშირი, ფლამინი, რემსი, კასორლა, სანჩესი, ჟირუ.



ჰალი – სტოკი 

დრო: 24 აგვისტო, 16:30 წთ. 
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-2 ტური
სტადიონი: “კინგსტონ სთედიუმი”

ორი აბსოლიტურად თანაბარი გუნდის დაპირისპირება შედგება კვირას “კინგსტონ სთედიუმზე”. პირველ ტურში, ბევრისთვის მოულოდნელად, “ჰალმა” “ქუინზ პარკ რეინჯერსის” დამარცხება მოახერხა გასვლაზე, რაც შეეხება “სტოკს”, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი არც მათ დამარცხებას ელოდა, რადგან ეს კლუბი ყოველთვის გამოირჩევა შინ თამაშით.

“ვეფხვებმა” შუა კვირაში ევროპა ლიგაზე ითამაშეს და “ლოკერენთან” დამარცხდნენ. შინ მათ ძალიან რთული გამოცდა ელოდებათ. ამიტომაც, შესაძლოა, ყურადღება მთლიანად ხუთშაბათის შეხვედრაზე გადაიტანონ, რაც “სტოკის” წისქვილზე ასხამს წყალს.

Goal.Com-ის მომხმარებელთა 44.1% “სტოკის” მოგებას ვარაუდობს, 38.2% “ჰალის”, ხოლო 17.7% ფრეს.

სავარაუდო შემადგენლობები

“ჰალი”: მაკგრეგორი, ბრიუსი, ჩესტერი, რობერტსონი, დევისი, ელმოჰამედი, ლივერმორი, ინსი, ჰადლსტოუნი, მეილერი, იელავიჩი.

“სტოკი”: ბეგოვიჩი, შოუკროსი, უილსონი, პიტერსი, ნ’ზონზი, კამერონი, ადამი, არნაუტოვიჩი, ბოიანი, აირლანდი, დიუფი. 

ტოტენჰემი – ქპრ

დრო: 24 აგვისტო, 16:30 წთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-2 ტური
სტადიონი: “უაით ჰართ ლეინი”

“ტოტენჰემმა” სეზონი კარგად დაიწყო და გასულ შაბათს პრემიერლიგაში მოპოვებულ გამარჯვებას, ევროპის ლიგაზე წარმატებული თამაში მოაყოლა. “დეზებმა” სოლდადოსა და კეინის გოლებით სტუმრად “აელი” დაამარცხეს 2:1.

“ქუინზ პარკ რეინჯერსმა”, სეზონის ცუდად დაწყების შემდეგ, კიდევ ორი ცნობილი მოთამაშე დაიმატა: ჩილელი შემტევი ედუარდო ვარგასი და ლეროი ფერი, რომლებმაც, შესაძლოა, კვირას ითამაშონ. 

ხვალინდელ შეხვედრაში, “დეზებს” ნოუტონი, უოლკერი და კირიკეში ვერ დაეხმარებიან, ხოლო სტუმრები რობერტ სნოდგრასს მოისაკლისებენ, რომელმაც პირველ ტურში მძიმე ტრავმა მიიღო და 6 თვით გამოაკლდა თავის გუნდს.

Goal.Com-ის მომხმარებელთა 79.3% ფიქრობს, რომ “დეზები” მოიგებენ, 14.9% ქპრ-ს მოგებას ემხრობა, ხოლო 5.8% ფრეს.

სავარაუდო შემადგენლობები

“ტოტენჰემი”: ლორისი, დაიერი, კაბული, ვერტონგენი, როუზი, კაპუე, ბენტალები, ლამელა, ერიკსენი, ლენონი, ადებაიორი.

ქპრ: გრინი, ტრაორე, კოლკერი, დანი, ფერდინანდი, სიმპსონი, ბარტონი, ფერი, მუჩი, აუსტინი, რემი. 


სანდერლენდი – მანჩესტერი 

დრო: 24 აგვისტო, 19:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-2 ტური 
სტადიონი: “ლაით ოფ სთედიუმი”

მასპინძლებმა სეზონი ნორმალურად დაიწყეს. “ვესტ ბრომვიჩთან” გასვლაზე ფრე, მათთვის ცუდი შედეგი არაა. ანალოგიურს ნამდვილად ვერ ვიტყვით “მანჩესტერ იუნაიტედზე”. სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდში, გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა და ყველას უგებდა, მაგრამ პრემიერლიგის პირველ ტურში მათი თამაში, ვერანაირ კრიტიკას უძლებდა და ლოგიკურიც იყო, რომ “სუონსიმ” გაიმარჯვა.

ამ ერთი კვირის მანძილზე, “მანჩესერში” კარგი ამბები მოხდა. “წითელმა ეშმაკებმა” მარკოს როხო დაიმატეს “სპორტინგიდან” და რაც მთავარია, დაბრუნდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი რობინ ვან პერსი, რომელიც ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად იქნება. სტუმრებს ხვალ ლუკ შოუ, ანტონიო ვალენსია და ჯონი ევანსი დააკლდებათ.

Goal.Com-ის მომხმარებელთა 82.7% “მანჩესტერის” მოგებას ვარაუდობს, 14.1% “სანდერლენდის” გამარჯვებას, ხოლო 3.2% ფრეს.

სავარაუდო შემადგენლობები

“სანდერლენდი”: მანონე, ბრაუნი, ოში, რობერჯი, ლარსონი, კატერმოლი, ჯონსონი, როდუელი, ვიკჰემი, ს.ფლეტჩერი, ვან აანჰოლდი.

“მანჩესტერი”: დე ხეა, სმოლინგი, როხო, ბლეკეტი, ჯონსი, კლევერლი, ფლეტჩერი, მატა, იანუზაი, რუნი, ვან პერსი.
   

სიტი – ლივერპული

დრო: 25 აგვისტო, 23:00 სთ. 
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-2 ტური
სტადიონი: “ეტიჰად სთედიუმი”

ტურის დასკვნითი და ცენტრალური შეხვედრა “ეტიჰად სთედიუმზე” გაიმართება, სადაც “მანჩესტერ სიტი” “ლივერპულს” მიიღებს. ეს იქნება, მიმდინარე სეზონში პირველი დიდი ჯახი პრემიერლიგაში. 

ჩემპიონობის ორივე კანდიდატმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ამის გაკეთება “ლივერპულს” უფრო გაუჭირდა, რომელთაც “საუთჰემპტონმა” სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და მატჩის ბოლოს გათანაბრებაც შეეძლო.

სავარაუდოდ, ძირითადში იქნება კუნ აგუერო, რომელიც “ნიუკასლთან” მატჩში შეცვლაზე გამოვიდა. კარში კვლავ ჰარტი იქნება, ხოლო მანგალა თადარიგში. ტრავმის გამო, “სიტის” ალვარო ნეგრედო დააკლდება. 

“ლივერპულელთა” ბანაკში კი, სასიხარულო სიახლე ისაა, რომ სულ ცოტა ხანში, ოფიციალურად გაიფორმებს მარიო ბალოტელის, რომელიც ბრენდან როჯერსს ლუის სუარესის შემცვლელად მიაჩნია.

ამ გუნდების წინა დაპირისპირება, “ეტიჰადზე” “სიტის” გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

“სიტი”: ჰარტი, ზაბალეტა, კოლაროვი, დემიჩელისი, კომპანი, ფერნანდო, ტურე, სილვა, ნასრი, ჯეკო, აგუერო,

“ლივერპული”: მინოლე, შკრტელი, ლოვრენი, ჯონსონი, მანკილიო, ჯერარდი, კოუტინიო, სტერლინგი, სტარიჯი, ლამბერტი.  

 


ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178771