ფეხბურთი

15:14 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევრას “მანჩესტერის” დატოვება სურს

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მარცხენაფლანგელმა პატრის ევრამ კლუბის შეცვლის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ The Sun-ი იუწყება.

არსანიშნავია, რომ მანჩესტერელთა თავკაც დევიდ მოიესს თავისი ყოფილი შეგირდის – ლეიტონ ბეინსის გადაყვანა სურს, რაც ევრას ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსებს ამცირებს. აქედან გამომდინარე, ვეტერანმა ფრანგმა თავად გადაწყვიტა “ოლდ ტრაფორდის” დატოვება.

შეგახსენებთ, რომ ევრა მანჩესტერელთა რიგებში 2006 წელს, “მონაკოდან” გადავიდა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098582