ძიუდო

15:35 | 28.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროფინალში საქართველო რუსეთს შეხვდება

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უნგრეთში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ფინალში გავიდა და ჩემპიონის მორიგი ტიტულის მოსაპოვებლად რუსეთს დაუპირისპირდება.

ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალში ჰოლანდია დაამარცხა. ფინალის საგზურის ბედი პირველ სამ შეხვედრაშივე გადაწყდა, მას შემდეგ, რაც ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ), ზებედა რეხვიაშვილმა (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) იმარჯვეს. მეოთხე ქულა ნაკრებს მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა მოუტანა. იქამდე კი ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) წააგო.

ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრები მოქმედი ჩემპიონის რანგში გამოდის და პირველ ნომრადაა განთესილი. ტურნირში ქართველი ძიუდოისტები მეოთხედფინალიდან ჩაერთნენ, სადაც უნგრელებს 4:1 მოუგეს. რუსეთმა ფინალის გზაზე აზერბაიჯანი, სლოვენია და უკრაინა ჩამოიცილა.

 

ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 16:40-დან დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ცქერა ჩვენს საიტზეც შეგეძლებათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16446