კალათბურთი

11:21 | 3.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგამ ნენად კრსტიჩი გამოარჩია

რუსული "ცე. ეს. კა-ს" ცენტრალური თავდამსხმელი ნენად კრსტიჩი ევროლიგის ტოპ 16-ის მე-9-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს - იტყობინება ტურნირის ოფიციალური საიტი.
პარასკევს, რუსულმა არმიულმა კლუბმა საკუთარ დარბაზში გერმანული '"ალბა" დაამარცხა 80:65. კრსტიჩმა პარკეტზე 29 წუთი გაატარა, ამ დროში დააგროვა რა 20 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა. მისი მარგიქმედების კოეფიციენტი კი +26 გახლდათ.
რეიტინგში მეორე ადგილზე "პანათინაიკოსის" ხორვატი გამთამაშებელი როკო უკიჩი გახლდათ, ხოლო მესამეზე კაუნასის "ჟალგირისის" უკანახაზელი მინდაუსკას კუზმინსკასი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161106