ძიუდო

18:54 | 5.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ძიუდოს კავშირმა ბექა ღვინიაშვილი დააჯილდოვა

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა გასულ უქმეებზე ვარშავაში ჩატარებულ “ევროპის ღია ტურნირზე” მედლის მოპოვება ვერ მოახერხა, მაგრამ ევროპის ძიუდოს კავშირისგან განსაკუთრებული ჯილდო – “ფეარ პლეის სპეციალური სერტიფიკატი” მიიღო. ჭაბუკთა შორის ყველა ტიტულის მომგებმა სპორტსმენმა პოლონურ ტურნირზე მეორე წრეში უნგრელი კრისტიან ტოტი დაამარცხა. ამ უკანასკნელმა ორთაბრძოლა ფეხის ტკივილის გამო შეწყვიტა. ბექა მოწინააღმდეგის პრობლემას გაგებით მოეკიდა და ტრავმირებულ ტოტს ტატამიდან გასვლაში დაეხმარა.
"ხშირად ვამბობთ და ვამაყობთ, რომ ძიუდო უფრო მეტია, ვიდრე სპორტის სახეობა. ეს ევროპის ძიუდოს კავშირის დევიზია და დღეს ჩვენ თავგანწირვის და სპორტული სულისკვეთების ბრწყინვალე მაგალითი ვიხილეთ ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტის, ბექა ღვინიაშვილის შესრულებით. იგი სპეციალური ჯილდოთი დავასაჩუქრეთ”, – წერს ევროპის ძიუდოს კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096265