სტატიები

5:05 | 26.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგა – რეაბილიტაციის შანსი ესპანური ფეხბურთისთვის
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის ესპანური გუნდებისთვის კრახით დასრულების შემდეგ, პირენელებს შანსი პრესტიჟით მეორე საკლუბო ევროტურნირზე ეძლევათ. ფინალში ერთი ესპანური გუნდი რომ ითამაშებს, ეს უკვე ცნობილია. გასარკვევი დარჩა, კონკრეტულად რომელი – “ვალენსია” თუ “ატლეტიკო” და აგრეთვე ის, “ბილბაო” გავა ფინალში, თუ პორტუგალიური “სპორტინგი”.
 
ვალენსია-ატლეტიკო (პირველი მატჩი 2:4)
“ატლეტიკოს” ევროპის ლიგის ბოლო 10 მატჩი მოგებული აქვს, რაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგია;
ევროპის ლიგის ბოლო სამ თამაშში, “ატლეტიკომ” პირველი ტაიმი ფრედ დაასრულა, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმარჯვა;
ყველა ტურნირზე, “ვალენსიას” “ატლეტიკოსთან” “მესტალიაზე” 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
ევროპის ლიგაზე, საკუთარ კედლებში, “ვალენსიას” 21-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
ყველა ტურნირზე, “ვალენსიამ” ბოლო 3 საშინაო თამაში მოიგო და ყველა მათგანში 4 გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, რ. კოშტა, რუისი, რამი, ალბა, თოფალი, ტ. კოსტა, ფეგული, ჟონასი, მატიო, სოლდადო.
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა, ხუანფრანი, დომინგესი, მირანდა, ლუისი, გაბი, ტიაგო, ადრიანი, დიეგო, თურანი, ფალკაო.
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).
 
ბილბაო-სპორტინგი (პირველი მატჩი 1:2)
“ბილბაომ”, პორტუგალიურ გუნდებთან, საკუთარ კედლებში ჩატარებული ყველა თამაში მოიგო;
“სპორტინგს” ესპანეთში არასდროს მოუგია;
გათამაშებას შემორჩენილ გუნდთაგან “ბილბაო” ერთადერთია, რომელსაც ევროტურნირი არასდროს მოუგია;
ევროპის ლიგაზე ჩატარებული ბოლო 10 გასვლითი თამაშიდან “სპორტინგმა” მხოლოდ 1 მოიგო;
დისკვალიფიკაციის გამო, მასპინძლებს იზმაილოვი, ხოლო სტუმრებს დე მარკოსი დააკლდებიან.
სავარაუდო შემადგენლობები
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ირაოლა, ამორებიეტა, მარტინესი, აურტენეჩე, იტურასპე, ანდერი, სუსაეტა, ტოკერო, მუნიაინი, ლორენტე.
ატლეტიკო (4-3-3): პატრისიო, პერეირა, შანდაო, პოლგა, ინსუა, ფერნანდესი, შაარსი, კარიკო, მარტინსი, ვოლფსვინკელი, კაპელი.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164764