დღეს გამთენიას საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიაში გაემგზავრა. 21-23 სექტემბერს, ქალაქ პორეჩში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება და გია გუგავას გუნდი ტატამზე სრული შემადგენლობით გავა - ნაკრების თავკაცმა ორკაციანი ქვოტა რვავე წონით კატეგორიაში გამოიყენა.
ახალგაზრდული ნაკრების შარშანდელ შემადგენლობას რამდენიმე ძიუდოისტი დასაშვებ ასაკზე გადაბიჯების გამო გამოაკლდა. მათ შორის - ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), რომელმაც 2011 წელს ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე - ბრინჯაო.
გუგავას გუნდმა ევროპირველობისთვის მოსამზადებელი დასკვნითი ორკვირიანი შეკრება გორში გაიარა. ცნობისთვის, ოლიმპიური თამაშების გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ წლეულს მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების ჩატარება საჭიროდ აღარ მიიჩნია. ასე რომ, ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტებისთვის სეზონის უმთავრესი ტურნირი სწორედ ევროპირველობაა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
55 კგ
ლერი ჭელიძე
მინდია ღოლიჯაშვილი
60 კგ
ვაჟა მარგველაშვილი
ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ
ბექა ვიბლიანი
ბექა ტუღუში
73 კგ
ლევან გუგავა
ფრიდონ გიგანი
81 კგ
ბექა ღვინიაშვილი
ბექა დონღვანი
90 კგ
ლაშა ტაველური
რევაზ წულუკიძე
100 კგ
გურამ თუშიშვილი
გიორგი ქავთარაძე
+100 კგ
ლევან მატიაშვილი
როსტომ ხახალეიშვილი.
ოთარ მაღლაკელიძე







