კალათბურთი

17:28 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაცაციას ორმაგი დუბლი “დნიპროსთან”

დნეპროძერჟინსკის “დნიპროაზოტმა”, რომელშიც მიმდინარე სეზონის წინ ლევან ფაცაცია ჩაირიცხა, მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ქართველი კალათბურთელის დიდი დახმარებით 83:68 იმარჯვა.

“დნიპროაზოტმა” დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” წინააღმდეგობა ბოლო მეოთხედში “გატეხა”, რომელიც მეტოქეს 34:9 (!) მოუგო. ფაცაციას მონაგარი 12 ქულა, 14 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა გახლდათ და იგი ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული სუპერლიგა სტარტს 10 ოქტომბერს აიღებს და პირველ ტურში ფაცაციას კლუბი გიორგი ცინცაძის “დონეცკს” უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170571