კალათბურთი

1:21 | 10.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია ოთხ კვირას გამოტოვებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების და “მილუოკი ბაქსის” ცენტრი ზაზა ფაჩულია ტრავმის გამო მინიმუმ ოთხ კვირას გამოტოვებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება მილუოკელთა გენერალურმა მენეჯერმა ჯონ ჰემონდმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ზაზამ მარჯვენა ფეხი 4 დეკემბერს “დეტროიტ პისტონზთან” მატჩში დაიშავა და მას შემდეგ 2 მატჩი გამოტოვა, ახლა კი, სიტუაცია უფრო დამძიმდა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ქართველი კალათბურთელის საშუალო მონაგარი 6.9 ქულა და 6.5 მოხსნაა.

ამერიკულ პრესაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში “ბაქსი” გაცვლის განხორციელებას ეცდება, რომლის მთავარი მიზანიც “ჰიუსტონ როკიტსიდან” თურქი ცენტრის ომერ აშიკის გადაბირება იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095363