შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ფალავნობა 2009-ზე გადამწყვეტი შეხვედრებიღა დარჩა ჩასატარებელი.
საქართველოს ფალავნის ტიტულისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს რვაგზის ფალავანი ალექსი დავითაშვილი და ადამ ოქრუაშვილი დაუპირისპირდებიან.
ნახევარფინალში დავითაშვილმა ლომერ ჟორჟოილიანს სძლია, ხოლო ოქრუაშვილმა კი, ზვიად ხანჯალიაშვილი ჩამოიცილა.
ფინალურ შეხვედრამდე რეპეშაჟის გადამწყვეტი შეხვედრები შედგება. მე-3 ადგილისთვის ბრძოლას, ხანჯალიაშვილისა და ჟორჟოლიანის გარდა, თედორე აბელაშვილი და ილია გონჯილაშვილი განაგრძობენ.
ოთარ მაღლაკელიძე







