კალათბურთი

14:51 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერაციის გამგეობა რუსთავში აღმოსავლეთის საკალათბურთო წრეებს შეხვდება

22 ოქტომბერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები მორიგ შეხვედრას გამართავენ. რუსთავში ფედერაციის გამგეობა აღმოსავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეებს შეხვდება. ფედერაცია მოუწოდებს აღნიშნულ მხარეში კალათბურის სფეროში მომუშავე ყველა პირს, მოვიდეს აღნიშნულ შეხვედრაზე და მიიღონ მონაწილეობა დღესდღობით აქტუალური საკითხების განხილვაში.

გამგეობის და აღმოსავლეთ საკალათბურთო წრეების შეხვედრა ღია იქნება. მასმედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ, მობრძანდნენ რუსთავის მერიასთან, კოსტავას ქუჩა 22 ნომერში მდებარე “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” სააქტო დარბაზში. შეხვედრა 14 საათზე დაიწყება.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09511