„ფერარი“ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილის პრეზენტაციას მარანელოში ჩაატარებს და მაშინვე მას ხერესში გადაიტანს, სადაც პირველივე ტესტებში ჩაერთვება. იტალიურ გუნდს ჯერ პრეზენტაციის ზუსტი თარიღი არ გამოუცხადებია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხერესის ტესტები 5 თებერვალს იწყება, სავარაუდოდ, ახალ მანქანას ორი დღით ადრე გვიჩვენებენ.
გარდა ამისა, იტალიურმა გუნდმა ახლახანს დაასრულა მუშაობა თავის ახალ ცებტრზე, სადაც კომპანიის შტაბ-ბინასთან ერთად, სამუშაო ოფისები და ფ1-ის გუნდის მთავარი ოფისიც განლაგდება.
ახალი შენობა, სარბოლო გუნდის ახლანდელ შტაბ-ბინასა და რესტორან „კავალინოს“ (კვიცი) შორის განლაგდა.







