ავტოსპორტი

21:11 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელი და „რედ ბული“ ისევ დომინერებენ

ისევ ფეტელი და ვებერი. მეორე პრაქტიკაზე სიჩქარეები მნიშვნელოვნად გაიზარდა. „რედ ბულზე“ და მის ბიჭებზე ვერც გაუსაძლისმა სიცხემ იმოქმედა. ისე კი, ამჯერად პელოტონი მნიშვნელოვნად შემჭიდროვდა. შვიდმა მრბოლმა წრე წუთსა და 21 წამზე ნაკლებში გაიარა. „რედ ბულების“ უახლოესი მდევარი ამჯერადაც „ლოტუსია“, ოღონდ ის მანქანა, რომელსაც რომენ გროჟანი მართავს. ფერნანდო ალონსო კვლავ მეოთხეა. სამქიმიანებმა კი უკეთ გაუგეს საბურავებს - მოწინავე შვიდეულში ისინიც არიან.

მოწინავე ხუთეული 0.3 წამზე ნაკლებმა დააშორა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კვალიფიკაციაში დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი. ამჯერად „დაისვენა“ კიმი რაიკონენმა, ვინც მერვე დროს დასჯერდა. ტოპ ხუთეულში კი ალონსოს ზურგი ფელიპე მასამ გაუმაგრა.

ჯერჯერობით კარგად ასპარეზობს ჯენსონ ბატონი, ვისაც უნგრეთში სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული. თუმცა ამჯერად გამარჯვება გამორიცხულია, რადგან „მაკლარენმა“ ეს სეზონი უკვე ჩააგდო - ბრიტანულ საჯინიბოს ჯერ ერთი რბოლაც არ მოუგია. თუმცა, ბატონი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და ამბობს, რომ ბელგიაში გამარჯვებისთვის ბრძოლა შესაძლებელი იქნება. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მიწურულს, „მაკლარენი“ ყველაზე სწრაფი იყო.

 

უნგრეთის დიდი პრიზი

მეორე პრაქტიკა

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)           1:21.264

2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                   1:21.308

3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)               1:21.417

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                1:21.426

5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                         1:21.544

6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:21.802

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 1:21.991

8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                      1:22.011

9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:22.180

10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)           1:22.304

11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:22.526

12. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                   1:22.529

13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     1:22.781

14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)              1:22.837

15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1:22.841

16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)           1:23.369

17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:23.411

18. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                1:23.646

19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                    1:24.325

20. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)    1:25.065

21. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                   1:25.143

22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                  1:26.647

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175631