ავტოსპორტი

1:11 | 18.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელი ისევ პირველია...

 

სებასტიან ფეტელმა ამერიკის დიდი პრიზის სამივე პრაქტიკა და კვალიფიკაციაც მოიგო და ახლა ისღა დარჩენია, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს მესამე ტიტულს, ან ბრაზილიაში ჩასვლამდე გაინაღდოს ის. მის მოკავშირედ უნებურად იქცა ლუის ჰამილტონი, ვინც არ მალავს ალონსოსადმი თავის სიმპატიებს, მაგრამ ჯერჯერობით, მეორე უსწრაფესი ისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერნანდო ალონსოს შანსები კიდევ უფრო შემცირდება.

თუმცა, კვალიფიკაციაზე მის მიერ ნაჩვენები მეცხრე დრო და ფეტელთან თითქმის წამნახევრიანი ჩამორჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ესპანელს ჩემპიონატის მოგების მიზერული შანსი რჩება. და მაინც, ამ სეზონს გასულ 18 რბოლაში არაერთი სიურპრიზი შემოუთავაზებია და არავინ იცის, ოსტინის ტრასაზე რბოლაში რა მოხდება...

მართალია, ფეტელმა მხოლოდ 0.109 წამით აჯობა ჰამილტონს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გერმანელი კვალიფიკაციის ყველა ნაწილში, თავის მეტოქეებს ერთი თავით სჯობდა. თუმცა, ჰამილტონი მას თანდათან უახლოვდებოდა და ბოლოს ასეთი მცირე სხვაობით წააგო. ალონსომ კი თავის თანაგუნდელ ფელიპე მასასთანაც წააგო, რაც ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე. მართალია, ალონსოს მეცხრე შედეგი ჰქონდა, მაგრამ სტარტზე მერვე იქნება, რადგან კოლოფის შეცვლის გამო, სტარტზე ხუთი ადგილით დაქვეითდება რომენ გროჟანი. სხვათა შორის, ფრანგმა მეოთხ დროით გამოიჩინა თავი.

„იმაზე დაძაბული ბრძოლა გვქონდა, ვიდრე ვისურვებდი. მაგრამ მთავარია, რომ პირველი ვარ და ტრასის სუფთა მხარეს დავდგები“, - განაცხადა ფეტელმა, ვინც ამ სეზონში მეექვსე კვალიფიკაცია მოიგო, სულ კი 36 აქვს მოგებული.

 

აშშ-ის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:35.657

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)           1:35.766

3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       1:36.174

4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:36.587

5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                          1:36.708

6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:36.794

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                              1:36.937

8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:37.141

9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:37.300

10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:37.842

- - - - - - - - - -

11. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        1:37.604

12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:37.616

13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:37.665

14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)          1:37.879

15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                          1:38.206

16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:38.437

17. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:38.501

- - - - - - - - - -

18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)    1:39.114

19. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             1:40.056

20. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                           1:40.664

21. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:40.809

22. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)               1:41.166

23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:42.011

24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:42.740

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/blog-post_19.html

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158904