ავტოსპორტი

0:46 | 17.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელმა ოსტინის ტრასის ანგარიში გახსნა

 

ფორმულა ერთი ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუბრუნდა. ოსტინის (ტექსასი) უახლესი ტრასა, რომლის მშენებლობაც 400 მილიონი დოლარი დაჯდა, უკვე მოინათლა. პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე კი ყველაზე სწრაფი სებასტიან ფეტელი იყო, რომელსაც თითქმის წამნახევრით ჩამორჩა ლუის ჰამილტონი. ამას ამერიკის ბოლო დიდი პრიზი აქვს მოგებული, რომელიც ხუთი წლის წინათ, ინდიანაპოლისის ტრეკზე ჩატარდა.

ფეტელს ოსტინშივე შეუძლია მესამე ტიტულის განაღდება. ამისათვის საჭიროა, რომ თავის კონკურენტ ფერნანდო ალონსოს 15 ქულით აჯობოს. რა თქმა უნდა, ეს ისე არ მოხდება, თუ ესპანელს იღბალი არ შეაქცევს ზურგს. ამერიკული ეტაპის წინ, ფეტელი ალონსოს 10 ქულას უგებს. პირველ პრაქტიკაზე ალონსო მესამე დროს დასჯერდა და ფეტელს ორ წამზე მეტით ჩამორჩა.

აღსანიშნავია, რომ ოსტინის ახალ ტრეკზე გასამართი ამერიკული დიდი პრიზი, ფეტელის კარიერაში მეასეა. მის გარდა, ამ რბოლაში ტიტულის განაღდება „რედ ბულსაც“ შეუძლია. ორივეს კი შანსი აქვს, ზედიზედ მესამედ დაეუფლონ ტიტულს. ავსტრიული გუნდი „ფერარის“ 82 ქულას უგებს.

აღსანიშნავია, რომ პირველი თავისუფალი პრაქტიკის დროს, უცნობ ტრასაზე რამდენიმე მრბოლი დატრიალდა, თუმცა სერიოზული ინციდენტი არ მომხდარა.

 

აშშ-ის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:38.125

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:39.543

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:40.337

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:40.528

5. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:40.650

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:40.966

7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:41.023

8. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                          1:41.036

9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    1:41.159

10. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:41.473

11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:41.783

12. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)    1:41.825

13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)          1:41.833

14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:41.880

15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                1:41.998

16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:42.539

17. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:42.588

18. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                           1:43.288

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)               1:43.443

20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:43.522

21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             1:44.464

22. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)             1:44.548

23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:46.917

24. მა ქინჰუა (ჩინეთი, ისპანია)                                       1:48.559

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/blog-post_19.html

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094913