კალათბურთი

16:00 | 5.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა-ევროპას პრეზიდენტი უკანასკნელ გზაზე 1000-მდე ადამიანმა გააცილა

ფიბა-ევროპას ყოფილი პრეზიდენტი ოლაფურ რაფნსონი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. შეგახსენებთ, რომ ისლანდიელი ჩინოვნიკი 19 ივნისს მოულოდნელად, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. რაფნსონი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ფიბა-ს ახალი შტაბ-ბინის გახსნაზე იმყოფებოდა, როდესაც ეს ტრაგიკული მოვლენა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, იგი თავადაც კალათბურთელი გახლდათ და 1988 წელს “ჰაუკარის” მაისურით ისლანდიის ჩემპიონიც გახდა. ოლაფური ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც იყო, ფიბა-ევროპას პრეზიდენტად კი 2010 წელს არჩიეს.

რაფნსონის დაკრძალვის ცერემონიალს 1000-მდე ადამიანი დაესწრო, რომელთა შორის ფიბა-ს და ფიბა-ევროპას ფაქტობრივად ყველა ჩინოვნიკიც იყო. ისლანდიელი მიწას მშობლიურ ქალაქ ჰაფნარფიორდურში მიაბარეს. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095479