კალათბურთი

14:10 | 1.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფილ ჯექსონი მზადაა "ტორონტოს" წინადადება განიხილოს

ნბა-ს ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა მზადყოფნა გამოთქვა, "ტორონტოს" მიერ შემოთავაზებული წინადადება განიხილოს - იტყობინება CBS Sports.

კანადური კლუბის დაინტერესება ფილ ჯექსონის პერსონის მიმართ მას შემდეგ გაიზარდა, რაც ტიმ ლეივეიკი კომპანიაMaple Leaf Sports&Entertaintment-ის ხელმძღვანელად დაინიშნა. შეგახსენებთ რომ "ტორონტო" სწორედ ამ კომპანიის მფლობელობაშია.

"დიდი ფილი" ჯერჯერობით არ ჩქარობს. მას სურს, ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილოს და შემდეგ გააკეთოს არჩევანი. ჯექსონის სურვილია, გენერალური მენეჯერის პოზიციით დაბრუნდეს ლიგაში და ამ მხრივ მიიყვანოს კლუბი წარმატებამდე, ისე, როგორც ეს პატ რაილიმ "მაიამიში" შეძლო. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099135