ლივერპულის “ევერტონის” კაპიტანი ფილ ნევილი კლუბს ზაფხულის სატრანსფერო სეზონში შეიცვლის. ამის შესახებ თავად 36 წლის ინგლისელმა განუცხადა მერსისაიდული კლუბის ოფიციალურ საიტს.
“ევერტონში” თამაში და კაპიტნის სამკლავურის ტარება ჩემთვის საამაყო იყო. აქ გატარებული დროით სიამოვნებას ვიღებდი და ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობელი ვარ მთავარი მწვრთნელის, პრეზიდენტისა და “ევერტონის” ყველა ფეხბურთელის. აქაური გულშემატკივრები ჩემს გულში სამუდამოდ დარჩებიან. მინდა, უმაღლეს დონეზე თამაში განვაგრძო იქამდე, სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს. სეზონის დასრულებამდე, “ევერტონისთვის” ყველა ღონეს გავიღებ”, - განაცხადა ნევილმა.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, ვეტერანმა ინგლისელმა “ევერტონის” მაისურით 25 მატჩი ჩაატარა.







