ფეხბურთი

1:31 | 5.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ფიორენტინა“ ჩემპიონთა ლიგას დაშორდა

ზედიზედ 3 მოგების შემდეგ, „ფიოერნტინა“ „რომასთან“ უქულოდ დარჩა და გარდა იმისა, რომ ვინჩენცო მონტელას გუნდმა დედაქალაქელებს სხვაობის სამ ქულამდე შემცირების საშუალება მისცეს, მათ „მილანისთვის“ მინიმუმ ერთი დღით გადასწრების შანსიც ვერ გამოიყენეს. ხვალ, მასიმილიანო ალეგრის გუნდი ცუდ ფორმაში მყოფ „ტორინოს“ მასპინძლობს და მოგების შემთხვევაში, მილანელები „ფიორეს“ 4 ქულით გაუსწრებენ, რაც ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, დიდი სხვაობაა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ „ფიორენტინა“ ჩემპიონთა ლიგას ძალიან დაშორდა.

„არტემიო ფრანკიზე“ გამართულ შეხვედრაში, ფლორენციელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ხან ლობონტი თამაშობდა კარგად, ხანაც რომაელებს მხსნელად ძელი ევლინებოდა.

„რომა“ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გააქტიურდა და როგორც აღმოჩნდა, 3 ქულის ასაღებად ეს საკმარისი იყო. 92-ე წუთზე, პიანიჩმა კუთხური მოაწოდა, ხოლო ოსვალდომ მე-2 სართულზე ყველას აჯობა და გუნდს ბოლო 4 თამაშიდან მე-3 მოაგებინა.

 

კიევო-კალიარი 0:0 

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი

კიევო (4-4-2): პუჯონი, ფრეი, დაინელი, ანდრეოლი, სეზარი (სარდო 79), დრამე, რიგონი, ჰეტემაი, კოფიე (ლუსიანო 59), პალოსკი (სტოიანი 70), ტერო.

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

კალიარი (4-4-2): აგაცი, პერიკო, როსეტინი, ასტორი, მურუ, დესენა (რიბეირო 65), კონტი, ეკდალი, ნაინგოლანი, ნენე (იბარბო 74), საუ (ერიკსონი 89).

მწვრთნელი: ივო პულგა.

გაფრთხილებები: სეზარი 41, რიგონი 63 - მურუ 33, ერიკსონი 90+2.

მსაჯი: რიკარდო პინძანი.

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 5 (1)-6 (1), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 4-1, სეივი: 1-1, ჯარიმა: 23-20.

 

ფიორენტინა-რომა 0:1 (0:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი

ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო, ტომოვიჩი (რომულო 79), როდრიგესი, კომპერი, პასკუალი, აკვილანი (ფერნანდესი 71), პისარო, ვალერო, კუადრადო, იოვეტიჩი (ტონი 71), ლიაიჩი.

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

რომა (4-2-3-1): ლობონტი (გოიკოეჩეა 46), ტოროსიდისი, ბურდისო, კასტანი, ბალძარეტი, დე როსი, ბრედლი, ლამელა (პიანიჩი 63), ტოტი, ფლორენცი (მარკინიოსი 74), ოსვალდო.

მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი.

გოლი: 0:1 ოსვალდო (90+2).

გაფრთხილებები: ტომოვიჩი 65, ტონი 79 - დე როსი 61, ბალძარეტი 64, ოსვალდო 90+2.

მსაჯი: პაოლო მაცოლენი.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 19 (5)-5 (3), კუთხური: 12-2, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-4, ჯარიმა: 18-23.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091722