ფეხბურთი

1:09 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ფიორენტინამ“ „ნაპოლი“ სათავეში მარტო დატოვა

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში „ფიორენტინამ“ პირველი ქულები დაკარგა. „კალიარისთან“ გამართულ მატჩში ფლორენციელები ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ ვინჩენცო მონტელას გუნდი ქულას დასჯერდა, რის გამოც, „ფიორენტინა“ ლიდერ „ნაპოლის“ ვერ დაეწია.

სანამ ანგარიში გაიხსნებოდა, ეს კი 72-ე წუთზე მოხდა, გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი ბურთი 72-ე წუთზე გავიდა, როდესაც ბორხა ვალერომ, ახლო მანძილიდან, თავით ზუსტად დაარტყა. ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ზუსტი თავურით გოლი უკვე პინილიამ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. მე-2 დამატებულ წუთზე, როდესაც ჯუზეპე როსი სტუმართა საჯარიმოში წაიქცა, არბიტრს თერთმეტმეტრიანის დანიშვნის საფუძველი ჰქონდა, მაგრამ მან თავი შეიკავა. მომხდარით აღშფოთებულმა დავიდ პისარომ იმდენი ქნა, რომ დე მარკოს თავი გააგდებინა.

აქტივში პირველი ქულები ჩაიწერა „ჯენოამ“, რომელმაც ქალაქურ დერბიში „სამპდორია“ 3:0 გაანადგურა. გუნდები ერთმანეთს 89-ედ დაუპირისპირდნენ. აქამდე, სტუმრის სტატუსით მოთამაშე არცერთ გუნდს გენუურ დერბიში 3 ბურთის სხვაობით არ მოეგო. ეს ტრადიცია „ჯენოამ“ დაარღვია, რომელმაც პრინციპულ მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანა.

ფაბიო ლივერანის გუნდმა ანგარიში მე-9 წუთზე, ანტონინის ზუსტი დარტყმით გახსნა. ბოლო 9 დერბიდან 8 იმ გუნდს მოეგო, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ეს სტატისტიკა „ჯენოას“ წარმატებას უქადდა და ასეც მოხდა. მე-2 ტაიმის დასაწყისში, კალაიომ სხვაობა გაზარდა, ხოლო 66-ე წუთზე, ლოდიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ჯენოას“ მოგების შემდეგ, უქულოდ მხოლოდ „კატანია“ და „სასუოლო“ არიან. პირველმა მათგანმა ცხრილის ზედა ნაწილში აღმოჩენილ „ლივორნოსთან“ წააგო, ხოლო „სასუოლომ“ 3 ქულა „ვერონას“ დაუთმო.

 

ფიორენტინა-კალიარი 1:1 (0:0) 

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” 26000

ფიორენტინა (3-1-4-2): ნეტო, რონკალია, როდრიგესი, ტომოვიჩი, კუადრადო (ხოაკინი 29/პისარო 65), ამბროზინი, აკვილანი, ვალერო, პასკუალი, როსი, გომესი (იაკოვენკო 51).

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

კალიარი (4-3-3): აგაცი, პერიკო, ასტორი, როსეტინი, მურუ, კონტი, დესენა (კაბრერა 75), ნაინგოლანი, კოსუ (პინილია 65), იბარბო, საუ (ეკდალი 90+1).

მწვრთნელი: ივო პულგა.

გოლები: 1:0 ვალერო (72), 1:1 პინილია (89).

გაფრთხილებები: როდრიგესი 16 - კოსუ 58, აგაცი 60, მურუ 82.

გაძევება: პისარო 90.

მსაჯი: ანდრეა დე მარკო.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 16 (2)-6 (1), კუთხური: 4-9, თამაშგარე: 3-0, სეივი: 0-1, ჯარიმა: 12-16.

 

ვერონა-სასუოლო 2:0 (1:0) 

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 25000

ვერონა (4-3-3): რაფაელი (იანკოვიჩი 46), აგოსტინი, მაიეტა (ბიანკეტი 23), მორასი, კაჩიატორე, ჰალფრედსონი, მარკინიო, ჟორჟინიო, რომულო, კაჩა, ხუანიტო (დონატი 70).

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

სასუოლო (4-3-3): რომინი, გაცოლა, ციგლერი, აჩერბი, ტერანოვა, მანანელი (მასუჩი 83), მისიროლი, კურტიჩი, სკელოტო (ფლორო 72), ზაზა, ფარიასი (ალექსე 57).

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

გოლები: 1:0 მარტინიო (13), 2:0 რომულო (90).

გაფრთხილებები: ბიანკეტი 35, რომულო 40, იანკოვიჩი 87 - გაცოლა 74.

მსაჯი: მასიმილიანო ირატი.

ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 10 (3)-18 (2), კუთხური: 5-10, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-1, ჯარიმა: 17-11.

 

ლაციო-კიევო 3:0 (3:0) 

რომი, “ოლიმპიკო” 31000

ლაციო (4-4-1-1): მარკეტი, კონკო, ბიავა (სიანი 15), კანა, კავანდა (კეიტა 90), კანდრევა ონასი, ლედესმა, ლულიჩი, ედერსონი (გონსალესი 78), კლოზე.

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

კიევო (4-4-2): პუჯონი, სარდო, პაპი, სეზარი, დრამე, სესტუ (ესტიგარიბია 46), რადოვანოვიჩი (პელისიე 59), რიგონი, ჰეტემაი, ტერო (აოსტი 70), პალოსკი.

მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო.

გოლები: 1:0 კანდრევა (8), 2:0 კავანდა (38), 3:0 ლულიჩი (41).

გაფრთხილებები: სიანი 18, ლულიჩი 40 - სესტუ 10, რიგონი 44, პაპი 50, აკოსტი 77, სარდო 90+1, ჰეტემაი 90+3.

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 14 (6)-14 (5), კუთხური: 3-11, თამაშგარე: 0-1, სეივი: 5-3, ჯარიმა: 14-8.

 

ლივორნო-კატანია 2:0 (0:0) 

ლივორნო, “არმანდო პიჩი” 12000

ლივორნო (3-4-1-2): ბარდი, ჩეჩერინი, ემერსონი (ვალენტინი 81), კოდა, შკატარელა, ლუცი, ბიაჯანტი, მბაიე (რინაუდო 78), გრეკო, ემეგარა (სილიგარდი 90+4), პაულინიო.

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა.

კატანია (4-3-3): ანდუხარი, ალვარესი, ბელუსკი, სპოლი, ბირაგი (მონსონი 78), პლაზილი, ტაჩციდისი (ლეტო 66), ალმირონი, ბარიენტოსი, ბერგესიო, კასტრო (ლოპესი 78).

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

გოლები: 1:0 პაულინიო (66), 2:0 პაულინიო (72).

გაფრთხილებები: ემერსონი 4, სკატარელა 40, გრეკო 48, პაულინიო 69, ბარდი 90+2 - ალვარესი 26, სპოლი 33, ბირაგი 63.

მსაჯი: ანდრეა გერვაზონი.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 16 (4)-15 (2), კუთხური: 2-8, თამაშგარე: 2-0, სეივი: 2-2, ჯარიმა: 16-20.

 

უდინეზე-ბოლონია 1:1 (0:0) 

უდინე, “ფრიული” 14000

უდინეზე (3-4-3): კელავა, პერეირა (მაიკოსუელი 77), დანილო, დომიცი (ბუბნიჩი 58), პერეირა, ბადუ (ზიელინსკი 84), ალანი, ლაცარი, სილვა, მურიელი, დი ნატალე.

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

ბოლონია (4-3-3): კურჩი, გარიკსი, ანტონსონი, ნატალი, ჩეხი, პაციენცა, კონე, დელა როკა (პერესი 57), დიამანტი (ხრისტოდულოპულოსი 77), ბიანკი (კრისტალდო 73), მოსკარდელი.

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.

გოლები: 0:1 დიამანტი (71), 1:1 დი ნატალე (85).

გაფრთხილებები: მურიელი 64 - პაციენცა 29, კონე 45, დელა როკა 47, მოსკარდელი 51.

მსაჯი: დანიელე დოვერი.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 12 (3)-8 (3), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 4-3, სეივი: 2-2, ჯარიმა: 14-17.

 

სამპდორია-ჯენოა 0:3 (0:1) 

გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 23000

სამპდორია (3-4-3): და კოსტა, გასტალდელო, პალომბო, კოსტა, დე სილვესტრი, ობიანგი, ბიარნასონი (სორიანო 46), რეჯინი (სანსონე 67), მარინსი (პოცი 76), კრსტიჩიჩი, გაბიადინი.

მწვრთნელი: დელიო როსი.

ჯენოა (3-4-3): პერინი, პორტანოვა, გამბერინი (დე მაიო 69), მანფრედინი, ვრსალჟკო, ბიონდინი, ლოდი, მათუსალემი (კოფიე 65), ანტონინი (სანტანა 72), ჯილარდინო, კალაიო.

მწვრთნელი: ფაბიო ლივერანი.

გოლები: 0:1 ანტონინი (9), 0:2 კალაიო (50), 0:2 ლოდი (66).

გაფრთხილებები: რეჯინი 20, კრსტიჩიჩი 44, კოსტა 59, სორიანო 80, პოცი 86 - მანფრედინი 18, ჯილარდინო 45, პერინი 86.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 20 (2)-4 (3), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 0-2, ჯარიმა: 21-21.

 

1. ნაპოლი 3 3 0 0 9:2 9
2. ინტერი 3 2 1 0 6:1 7
3. იუვენტუსი 3 2 1 0 6:2 7
4. ფიორენტინა 3 2 1 0 8:4 7
5. რომა 2 2 0 0 5:0 6
6. ლაციო 3 2 0 1 6:5 6
7. ლივორნო 3 2 0 1 6:3 6
8. ვერონა 3 2 0 1 4:4 6
9. უდინეზე 3 1 1 1 5:4 4
10. მილანი 3 1 1 1 6:5 4
11. ტორინო 3 1 1 1 4:4 4
12. კალიარი 3 1 1 1 4:5 4
13. ატალანტა 3 1 0 2 3:4 3
14. ჯენოა 3 1 0 2 5:7 3
15. ბოლონია 3 0 2 1 3:6 2
16. პარმა 2 0 1 1 1:3 1
17. კიევო 3 0 1 2 2:7 1
18. სამპდორია 3 0 1 2 2:6 1
19. კატანია 3 0 0 3 1:7 0
20. სასუოლო 3 0 0 3 1:8 0

 

16 სექტემბერი

პარმა-რომა

 

ბომბარდირები

ჰამშიკი ("ნაპოლი") - 4; კალიეხონი ("ნაპოლი"), პაულინიო ("ლივორნო"), როსი ("ფიორენტინა"), ვიდალი ("იუვენტუსი") - 3.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086493