სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:54 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენცი: “ვარჯიშების შემდეგ ვრჩები და დარტყმაზე ვმუშაობ”

“რომას” ნახევარმცველი ალესანდრო ფლორენცი “ტორინოსთან” გამართული მატჩის შემდეგ ძალიან გახარებული ჩანდა.

სერია A-ს 30-ე ტურის მატჩში, ფლორენცი მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა და 8 წუთში მან გამარჯვების გოლი გაიტანა.

“გოლის შემდეგ ემოციებით სავსე ვიყავი. შედეგით კმაყოფილი ვარ. ხალხი ხშირად ამბობს, რომ “რომას” თავდამსხმელი ჭირდება. პირადად მე მიმაჩნია, რომ საჭირო თავდამსხმელი გვყავს და მას მატია დესტრო ჰქვია.

ვარჯიშების შემდეგ ვრჩები და დარტყმაზე ვმუშაობ. შესაძლოა, ზოგიერთი გულშემატკივარი ჩემს მიერ გაფუჭებული მომენტებით უკმაყოფილო იყოს, მაგრამ გუშინდელ შეხვედრაში რეაბილიტაცია მოვახდინე.” – აცხადებს ფლორენცი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096897