France Football-ის ჟურნალისტმა, ვენსან მაშნომ, Facebook-ის თავის გვერდზე კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად მადრიდში გადაღებული ფოტო დადო, რამაც მის კოლეგებს აფიქრებინა, რომ “ოქროს ბურთის” მომდევნო მფლობელი სწორედ პორტუგალიელი ვარსკვლავია.
ცნობილია, რომ “ოქროს ბურთის” ოფიციალურად გადაცემამდე მცირე ხნით ადრე, France Football-ის ჟურნალისტი გამარჯვებულს ეწვევა და ინტერვიუს ართმევს. უმეტეს შემთხვევაში, ამ ინფორმაციის გასაიდუმლოება ხდება, ზოგჯერ კი, მისი დამალვა ვერ ხერხდება. ცოტა ხნის წინათ, ცნობილი გახდა, რომ France Football-ი ინტერვიუს ფრანკ რიბერისთან ჩაწერას აპირებდა, მაგრამ ხმის მიცემის პროცედურის გაგრძელებისა და კრიშტიანუ რონალდუს ბრწყინვალედ ათამაშების შემდეგ, ეს ღონისძიება ჩაიშალა.
ვენსან მაშნოს მიერ გავრცელებულმა ფოტოსურათმა გააჩინა ეჭვები, რომ ფრანგი ჟურნალისტი მადრიდში რონალდუსთან, როგორც “ოქროს ბურთის” მფლობელთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩავიდა.
მოგვიანებით, მაშნომ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მადრიდში საიდუმლო მისიით მივლენის შემთხვევაში, მას ამ ფოტოსურათის გამოქვეყნების უფლება არ ექნებოდა. მაშნო აღიარებს, რომ მისი რონალდუსთან შეხვედრა “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ფარგლებში მოხდა, მაგრამ როგორც ერთ-ერთთან სამეულიდან და არა როგორც გამარჯვებულთან.









