სხვა

13:16 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გადაწყდა – მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატი თბილისისაა

 

2017 წელს 19-წლამდე ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა.

დოჰაში ხელბურთის საერაშორისო ფედერაციის კონგრესი მიმდინარეობს. ხმის უფლების მქონე დელეგატებმა არჩევანი ორ კანდიდატს: საქართველოსა და ხორვატიას შორის საქართველოს სასარგებლოდ გააკეთეს.

ყატარში საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გარდა ჩავიდნენ: ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, იმერეთისა და კახეთის რეგიონული ხელბურთის ფედერაციების თავკაცები და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.

მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის თამაშები თბილისში, ქუთაისში, ბათუმისა და თელავში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094937