სხვა

15:40 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ ნავსი გატეხა

გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა სექტემბრის სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ბაშოს მე-3 დღეს 26 წლის გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ფუჯიაძუმას მძლავრად შეუტია და ოშიტაოშით იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ჯუღელი სექტემბრის ბაშოს აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, მისი მომდევნო მოწინააღმდეგე კი აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა მასუნოიამა იქნება, რომელთანაც ქართველ გოლიათს გასული ხუთივე ორთაბრძოლა მოგებული აქვს.

ტოკიოს ტურნირზე მიჯრით მე-3 გამარჯვებები იზეიმეს იოკოძუნა ჰაკუჰომ და ოძეკებმა კაკურიუმ, კოტოშოგიკუმ და კოტოოშუმ, ხოლო ოძეკი კისენოსატომ და სკეივაკე მიოგირიუმ პირველად წაიფორხილეს. კისენოსატოს იორიკირით აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ოკინოუმიმ აჯობა.

თეგებიგაგამარუ
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094892