ჭადრაკი

15:18 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვება ერთი ტურით ადრე

ერთი ტურით  ადრე გაინაღდა გამარჯვება საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირში გიგა გოდერძიშვილმა.

ტურნირის გამარჯვებულის აქტივში 8-დან 7.5 ქულა გახლავთ და იგი უახლოეს მდევარს 1.5 ქულით უსწრებს. 6-6 ქულით II-V ადგილებს ინაწილებენ: გიორი ჯიქია, დავით გაბუნია, ნიკა კევლიშვილი და რატი მღვდელაძე.

ბიჭებისგან განსხვავებით, ერთბაშად 4 მონაწილე ლიდერობს გოგონათა შორის. 5.5 ქულით პირველობას ინაწილებენ: თამარ თასოშვილი, ნელი პავლიაშვილი, ნათია სახამბერიძე და ელენე წოწონავა. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09778