სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:45 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ღამურებმა მესტალიაზე გაიხარეს

პრიმერადივიზიონის მეორე ტური მადრიდში ‘’კოლიზეუმ ალფონსო პერესზე’’ ადგილობრივი ხეტაფესა და ალმერიას დაპირისპირებით დაიწყო.

შეხვედრის პირველი ტაიმი დაბალ ტემპში წარიმართა. გარკვეული უფრო ზუსტად კი მცირედი ეპიზოდების გარდა მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა. ვიდრე სახიფათო მომენტებზე დავწერდე რამდენიმე მოსაზრებას გაგანდობთ, რომლებიც თამაშის ყურებისას მომივიდა აზრად.

ხეტაფეს ფეხბურთელები გაცილებით ტექნიკურად თამაშობდნენ. მათ მოძრაობებში, პასებსა თუ სწრაფად წამოწყებული მოულოდნელი შეტევებისას მაყურებელი უფრო ლამაზი და შემოქმედებითი ფეხბურთით იღებდა სიამოვნებას, თუმცა ეს ყველაფერი შედარებითია და შესაძლოა გულშემატკივართა ნაკლებობაც გახდა მიზეზი ნაკლებად თვალსასეირო თამაშისა.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ორივე გუნდის მინუსად შეგვიძლია მივიჩნიოთ გოლის გატანის ერთადერთი გზა – მეტოქის მოედანზე გადასვლა. ფეხბურთელები განსაკუთრებით ხშირად ამ დროს ცდებოდნენ, როცა საკუთარ ნახევარს ტოვებდნენ და ვინაიდან ბურთი უმეტესად მასპინძლებს ჰქონდათ შესაბამისად შეცდომებსაც მეტს უშვებდნენ.

პირველი  ტაიმის მეორე ნაწილში, დაახლოებით 20-25 წუთის შემდეგ კოზმინ კონტრას ფეხბურთელები გააქტიურდნენ. ერთ მომენტში ალმერიას ნახევარზეGგერმანულ ფეხბურთს გამოვლილმა სერხიო ესკუდერომ ცაციათი კარგად გაითამაშა ბურთი თანაგუნდელთან, თუმცა დარტყმას სიძლიერე დააკლდა.

მალევე ჯონათან ზინგო ცდილობდა ვისენტე გუაიტას კარის აღებას. ბურკინა ფასოელი რბილი დარტყმით ბურთის მეკარის თავზე გადაგდებას შეეცადა, თუმცა ვისენტე გუაიტამ თავდამსხმელის ჩანაფიქრი გამოიცნო და ანაგარიში ამ ეპიზოდში არ გახსნილა.

მაყურებელმა გოლი რამდენიმე წუთში იხილა. კოლუმბიელი ფრედი ჰინესტროზას დაბალ პასი ალვარო ვასკესმა ერთი შეხებით რუბენის კარისკენ დაარტყა და ანგარიში გაიხსნა.

ამ დროიდან მოყოლებული შეხვედრა დაიძაბა და უფრო საინტერესო გახდა. ორმხრივი იერიშები მომრავლდა, თამაში უფრო სწრაფი გახდა და თითქოს ნეიტრალური გულშემატკივრისთვის მისაღები გარემოც შეიქმნა, თუმცა გოლი აღარ გასულა და სამი ქულა მასპინძლებს დარჩათ.

მეორე ტაიმის დასაწყისში იყო ეპიზოდი, როცა სტუმრები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ. მატჩის მთავარმა მსაჯმა სანტიაგო ხაიმე ლატრემ ეპიზოდი წესების დარღვევად არ მიიჩნია. ესპანელი მსაჯების მიმართ კრიტიკა ხშირად ისმის, თუმცა ამ ეპიზოდში გადაჭრით რაიმეს თქმა რთულია.

დღის მეორე მატჩი ოდნავ მოგვიანებით გაიმართა. ვალენსიამ საკუთარ მოედანზე ალკასერის, პარეხოსა და პიატის გოლებით მალაგა დაამარცხა, თუმცა მასპინძლებმა გოლების გატანა მალაგას 20 წლის ნახევარმცველის სერხი დარდერ მოლის გაძევების შემდეგ დაიწყეს.

როცა ვალენსიას კუპერი წვრთნიდა გუნდი სწრაფ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა. როცა მესტალიის მოედანს შევხედავდი მუდამ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში, რომ აქ სხვაგვარად ფეხბურთის თამაში წარმოუდგენელია.

ღამურები ბოლო წლებში ძველ დიდებას ვერა და ვერ დაუბრუნდნენ, თუმცა დღევანდელ მატჩში იყო გამონათებები და ის ძველი, აიმარისა და აიალას, კილი გონსალესის, ზაჰოვიჩისა და კანისარესის დიდი გუნდი გამახსენდა, თუმცა როგორც ერთხელ ელენიო ერერამ თქვა - დიდი გუნდები მალე ქრებიანო. შესაძლოა ერერას სიტყვები საკამათო იყოს, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ვალენსიამ ლამაზი და სწრაფი ფეხბურთით აჯობა მეტოქეს. ვფიქრობ გუნდისთვის მნიშვნელოვანი იქნება სტაბილურობის შენარჩუნება.

 

“ხეტაფე” – “ალმერია” 1:0 (1:0)

“ხეტაფე”: გუაიტა, ვალერა, ესკუდერო, ვიგარაი, როდრიგესი, სამირი ( ლაფიტა 63), ლაკენი, მიჩელი, პაბლო სარაბია, ჰინესტროზა (დიეგო კასტრო 57), ალვარო ვასკესი (ლაგო 89)

მთავარი მწვრთნელი: კოზმინ კონტრა

ალმერია”: რუბენი, დუბარბიერი, დოს სანტოსი (კორონა 75), ხიმო, ტრუხილო, სორიანო, ვერზა, მენდეზი (ბიფუმა 62), პარტი, ჰემედი ( დანგდა 73), ზონგო.

მთავარი მწვრთნელი: ფრანცისკო

გოლი: 0-1 ალვარო ვასკესი 29

გაფრთხილება: ჰინესტროზა 53, მენდესი 59, დოს სანტოსი 71, სარაბია 83

მთავარი მსაჯი: სანტიაგო ხაიმე ლატრე

 

“ვალენსია” – “მალაგა” 3-0 (2-0)

“ვალენსია”: ალვესი, ბარაგანი, ოტამენდი, ვეზო, ფუეგო, ფეგული ( იბანესი 82), პარეხო, გაია, გომესი (ზუკულინი 46), პიატი (ჟილი 74), ალკასერი.

მთავარი მწვრთნელი: ნუნო ესპირიტო სანტო

“მალაგა”: კამენი, ბოკა, ველინგტონი, როსალესი, სანჩესი, კამაჩო, დარდერი, სანტა კრუზი, ხუანმი (კასტილეხო 57), ლუის ალბერტო (ანორი 76), ჰორტა(სამუ 64).

 მთავარი მწვრთნელი: ხავი გარსია

გოლები: 1-0 ალკასერი 31, 2-0 პარეხო 45, 3-0 პიატი 56

45-ე წუთზე პარეხომ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი

გაფრთხილება: გომესი 5, ველინგტონი 45, როსალესი 65

გაძევება: დარდერი 27

მთავარი მსაჯი: ხავიერ ესტრადა

 

დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097339