ჭადრაკი

20:05 | 10.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილი ერთპიროვნული ლიდერია

დიდი ინტერესი გამოიწვია ამერიკის ქალაქ ლას ვეგასის საჭადრაკო ფესტივალმა, რომელშიც 92 სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის არიან ქართველი საერთაშორისო დიდოსტატები თამაზ გელაშვილი და გიორგი მარგველაშვილი.

ასპროცენტიანი შედეგი აქვს გელაშვილს, რომელმაც ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო და ამდენივე ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერია.

მე-5 ტურში გელაშვილის მეტოქე კანადელი უესლი სოუ იქნება, რომელიც ჩვენებურს ნახევარი ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება მარგველაშვილს, მას მხოლოდ ორი ქულა აქვს და ლიდერთა ჯგუფს საგრძნობლად ჩამორჩება.

0.090821