ჭიდაობა

17:08 | 1.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ქართველი ჩემპიონები

ჭიდაობაში გერმანიის ჩემპიონატის გამარჯვებული “მაინცი” გახდა, რომელშიც სამი ქართველიც ირიცხებოდა: გიორგი გვენეტაძე (55 კგ.), ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ.) და დავით ბიჩინაშვილი (84 კგ.), რომელიც კარგა ხანია გერმანიის მოქალაქეა და იქაური ნაკრების ღირსებასაც იცავს.
“მაინცი” ქვეყნის ჩემპიონი 1977-78 წლებში გახლდათ, მე-3 ტრიუმფის ცდა კი კარგა ხანს მოუხდა. ფინალში მაინცელებმა “კიოლერბახს” სძლიეს და გადამწყვეტ შერკინებაში მონაწილეობა ბიჩინაშვილმაც მიიღო, გვენეტაძეს და ოდიკაძე კი ფინალში ტატამზე არ გასულან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089358