ინტერვიუები

18:37 | 6.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დემეტრაძე: “პატიმრობამ კიდევ უფრო გამომაწრთო”

უკრაინული ტელეგადაცემა “პროფუტბოლის” ჟურნალისტები საქართველოში კახა კალაძესთან ინტერვიუს ჩასაწერად იმყოფებოდნენ. თუმცა, ისინი ენერგეტიკის მინისტრის გარდა, ციხეში გიორგი დემეტრაძესაც შეხვდნენ და სკაიპით ესაუბრნენ.   
- ციხეში რატომ  ჩაგსვეს?
- დღემდე ვერ გამიგია. ოფიციალურად 223-ე სტატიით გამასამართლეს, ქურდული ტრადიციების მიმდევრობისთვის. თუმცა, ყველას ესმის, რომ ჩემი დაჭერით სხვების შეშინება სურდათ. ეს ბევრისთვის საჩვენებელი მომენტი იყო. ხელისუფლების ასეთი რეაქცია ჩემს მიერ უდანაშაულო ხალხზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმამ გამოიწვია. მე ამაზე უარი ვთქვი და ციხეში გამოგონილი ბრალდებით მოვხვდი.   
- პატიმრობამ რამდენად შეგცვალათ? თქვენ ახლა სხვა ადამიანი ხართ?
- ისეთივე დავრჩი, როგორიც ვიყავი. ძალიან გამძლე ვარ. ადრე ვამბობდი, რომ ცხოვრებაში ციხის გარდა ყველაფერი მინახავს. აი, ახლა ეს ამბავიც “გამოვასწორე”. ციხემ კიდევ გამომაწრთო.   
- ციხეში როგორ ცხოვრობთ?
- თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა. არ მცემდნენ, მაგრამ მკაცრად მექცეოდნენ. კარცერში ბევრჯერ მოვხვდი. სხვადასხვა მიზეზებს იგონებდნენ, კარცერში ჩასასმელად. შარს მდებდნენ, რომ თითქოს ვხმაურობდი და ვჩხუბობდი. არადა, ციხეში არასოდეს მიჩხუბია. ჩემი ფსიქოლოგიურად გატეხვა სურდათ. ამიტომ გადაწყვიტეს დახურული ტიპის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადავეყვანე. იქ სხედან ადამიანები, რომელთაც სამუდამო პატიმრობა, 25 წელი ან უფრო მეტი აქვთ მისჯილი - რეციდივისტები. იქ პატიმრობის ყველაზე რთული პერიოდი გადავიტანე. 28 დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ ბარათს, რომლის საშუალებით საჭმლის და სხვა რამის ყიდვა შემეძლო. მხოლოდ პურსა და წყალს მაძლევდნენ. კბილის გასახეხი პასტა და ლეიბიც კი არ მქონდა. სასეირნოდ არ მიშვებდნენ. თუმცა, როდესაც დაინახეს, რომ ფსიქოლოგიურად არ გავტყდი, შემეშვნენ.  
- ციხეში გცნობდნენ?
- დიახ, პატიმრებიც და ციხის დირექტორიც, მაგრამ არავითარი შეღავათი არ მქონია. ავტოგრაფი ჩემთვის არავის ჩამოურთმევია. აქ მსგავსი რამ მიუღებელია.
- პატიმრები ფეხბურთს თამაშობენ?
- ხშირად. აქ ფეხბურთი ბევს უყვარს და ტურნირებს ვატარებდით. ჩემი გუნდი იგებდა, ხოლო მე ბომბარდირი ვხდებოდი. ერთხელ თამაში პატიმრებსა და პროფესიონალ ფეხბურთელებს შორისაც ჩატარდა. ჩვენ 8:7 მოვიგეთ.
- ამჟამად, რამდენ კილოგრამს იწონით?
- პატიმრობამდე 74 კილოგრამი ვიყავი, ამჟამად, 64 კილოგრამი ვარ. ასე ვთქვათ, ფრანგული წონა მაქვს. თუმცა, ფორმაში ვარ. ჩვენ ტრენაჟორები გვაქვს და უკვე 70-კილოგრამიან შტანგას ვწევ. მართალია, უფრო მსუბუქი გავხდი, მაგრამ ძალა მომემატა.
- ციხეში მეგობრები თუ შეიძინეთ?
- რა თქმა უნდა. აქ ბევრი წესიერი და კარგი ადამიანი ზის. პროფესორებიც არიან და აკადემიკოსებიც. ბევრი მათგანი ციხეში ყოფილი პოლიტიკური რეჟიმის გამო მოხვდნენ. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველო პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. თუ 10 წლის წინ რამდენიმე ათასი პატიმარი იყო, ამჟამად მათი რაოდენობა დაახლოებით 30000-ია.  
- როდის გაგათავისუფლებენ?
- 2012 წლის დეკემბერში პარლამენტი დიდ ამნისტიას გააკეთებს და ის მეც შემეხება. ასე რომ ახალ წელს სახლში უნდა ვიყო. უპირველესად, ჩემი ნათესავების ნახვა მსურს. საკვებიდან ყველაზე მეტად მწვადისა და ღვინის გასინჯვა მინდა. თუმცა, პატიმრობის შემდეგ, ჭამაზე ცოტა თავი უნდა შევიკავო, თორემ შესაძლოა ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები შემექმნას. გლობალური გეგმები არ მაქვს. 33 წლის ვარ და 3-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ფეხბურთს მაღალ დონეზე ვერ ვითამაშებ. თუმცა, შესაძლოა ფეხბურთში სხვა ამპლუაში დავრჩე.
- თქვენი მეგობარი კახა კალაძე ახალ მთავრობაში მოხვდა. ამჟამად ის ენერგეტიკის მინისტრია. საპარლემენტო არჩევნების შედეგზე რა რეაქცია გქონდათ?
- კახა ძალიან ნიჭიერი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბევრ სარგებელს მოუტანს. მას ვუსურვებ, რომ ქვეყანაში შუქი ყოველთვის იყოს. რაც შეეხება ხელისუფლების ცვლილებას, ეს ძალიან კარგია – ჭკვიანი, წესიერი და ღირსეული ხალხი მოვიდა. მთავარია, რომ ამჟამად საქართველოში არავის არაფრის ეშინია. ეს ადრე იყო ხალხი შეშინებული, რადგან ყველას ციხეში სვამდნენ. ალბათ, მალე ციხეში თავად სააკაშვილი ჩაჯდება.
- ახალ მთავრობაში ყოფნას არ აპირებთ?
- ჯერ არ ვიცი. ვფიქრობ, არა. თუმცა, ახალი ხელისუფლების მჯერა. სააკაშვილი მსოფლიოს მასმედიაში ილუზიას ქმნიდა, რომ საქართველო ძალიან ვითარდება. თუმცა, ქვეყნის შიგნით ყველაფერი სხვაგვარად იყო.
- მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებზე მასმედიიდან იგებთ?
- დიახ. საწყისი 2 წელიწადი არავითარი ინფორმაცია არ იყო. უკრაინაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატს რადიოში ვუსმინე. ახლა, ვითარება გამოსწორდა. ვიცი, რომ უკრაინის ჩემპიონატში “შახტარი” ლიდერობს. თუმცა, პირადად უკრაინულ ფეხბურთში არა “შახტარი” და “დინამო”, არამედ დონეცკის “მეტალურგი” მაინტერესებს. დემეტრაძისგან “მეტალურგს” დიდი მოკითხვა გადაეცით. და საერთოდ, ყველა მომიკითხეთ. უთხარით, რომ გიორგი მალე გათავისუფლდება და ყველაფერი კარგად იქნება.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
    
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09195