ჭიდაობა

14:20 | 1.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოგშელიძე ხალიჩას ოპერაციის შემდეგ დაუბრუნდება

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე ვარჯიშს, სავარაუდოდ, მაისამდე ვერ შეძლებს. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი, ოპერაციის გასაკეთებლად 9 მარტს გერმანიაში გაემგზავრება.
“ბოლო დროს იდაყვის ტკივილმა ისე შემაწუხა, ვარჯიშის საშუალებას აღარ მაძლევს. ეს ძველი ტრავმაა, ალბათ გახსოვთ, მთელ რიგ ტურნირებზე გადახვეული ხელით გავდიოდი ხოლმე საჭიდაოდ. რამდენჯერმე მკურნალობის კურსიც ჩავიტარე, მაგრამ ახლა უკვე ესეც შეუძლებელია. ოპერაციას ცნობილი სპეციალისტი, ალბერტ გიუზბახერი გამიკეთებს. ყველანაირად ვეცდები, ზაფხულში, ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირს სრულ მზადყოფნაში შევხვდე. შემდეგ კი, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვიჭიდავო” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” გოგშელიძემ.
გერმანიის ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს, პროფესორ ალბერტ გიუზბახერს საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ის ქართველ სპორტსმენებს აქამდეც არაერთხელ დახმარებია. გერმანიაში სწორედ მან გაუკეთა მძიმე ოპერაციები ზურაბ ზვიადაურს, ზვიად ხანჯალიაშვილს და ვლადიმერ გეგეშიძეს. 2009 წლის ბოლოს კი, ქართველი მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენებისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად თბილისშიც ჩამოვიდა.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168534