ინტერვიუები

12:49 | 24.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლომაია: “გმირი მთელი გუნდი იყო“

მიუხედავად იმისა, რომ “თანამეგობრობის თასის” ფინალური მატჩის გმირად, “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, მეკარე გიორგი ლომაია დაასახელა, ეს უკანასკნელი, თავს გმირად არ მიიჩნევს.
საქართველოს ეროვნული გუნდის ექს-მეკარე, რომელმაც მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში, მეტოქეს ორჯერ არ გაატანინა, აცხადებს, რომ ფინალის გმირი ბაქოელთა თითოეული ფეხბურთელი იყო გამონაკლისის გარეშე. ტურნირის გამორჩეულ მოთამაშედ კი, ის ლატვიელ ფორვარდ გირტს კარლსონს თვლის, რომელიც სანკ-პეტერბურგში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ამის შესახებ, ქართველმა ფეხბურთელმა, ბელარუსული სოლიგორსკი “შახტიორის” დამარცხების შემდეგ, ინტერნეტ-გამოცემა azerisport-თან ისაუბრა.    
- თავს მატჩის გმირად თვლით?
- საუცხოო ტურნირი იყო. გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა - 16 გოლი გავიტანეთ და არც ერთი არ გაგვიშვია. რაც შეეხება თქვენს კითხვას, გმირი მთელი გუნდია, გამონაკლისის გარეშე.
- წინა მატჩებისგან განსხვავებით, ფინალი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა და სანერვიულოც ბევრი იყო...
- ფინალი მაინც ფინალია. გარდა ამისა, “შახტიორმა” დაამტკიცა, რომ “თანამეგობრობის თასის” ერთ-ერთ ფავორიტად ტყუილუბრალოდ არ ითვლებოდა. სხვაგვარად, ეს გუნდი 120 წუთი ვერ გაძლებდა.   
- პენალტების სერიისთვის ემზადებოდით?
- ბოლო ვარჯიშზე ამისთვის მოსამზადებლად დრო გვქონდა. პენალტების დარტყმას რამდენიმე წუთი დავუთმეთ. შეიძლებოდა ფინალში ყველაფერი მომხდარიყო.  
- პენალტების სერიის დანიშვნისას, ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ტურნირში პოლონეთის “ლეხთან” მარცხი ხომ არ გაგახსენდათ?
 - სიმართლე გითხრათ, არა. უბრალოდ, ძალიან კარგია, რომ პენალტების სერიისთვის წინასწარ მოვემზადეთ. დარწმუნებული ვარ, მოვლენეთა ასეთი განვითარებისთვის “შახტიორიც” მზად იყო.   
- არ გეშინოდათ, რომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად დასრულდებულიყო?
-პენალტების დროს შიშს არ განვიცდიდი. თუმცა, არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ აუცილებლად მოვიგებდით. საბოლოო ჯამში, გამარჯვება დავიმსახურეთ და ეს შედეგმაც დაამტკიცა.  
- “თანამეგობრობის თასზე” “ინტერის” შემადგენლობაში საუკეთესოდ ვის დაასახელებდით?
- უკვე ვთქვი, რომ გმირი მთელი გუნდია, მაგრამ თუ ჩემგან კონკრეტული სახელის გაგონება გსურთ, მაშინ, გირტს კარლსონსს დავასახელებდი. ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
- “თანამეგობრობის თასზე” გამარჯვება გუნდზე ისევე უარყოფით გავლენას ხომ არ მოახდენს, როგორც თავის დროზე “ნეფთჩიზე” და “ხაზარ-ლენქორანზე” იმოქმედა?
- მსგავსი რამ არ მჯერა. ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა. დავისვენებთ და თებერვლისთვის უკვე მზად ვიქნებით.


მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090274