ძიუდო

15:58 | 13.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

გოგოჭური სამეულშია, ლიპარტელიანი - გერმანიაში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ზვიად გოგოჭური აბუ დაბის გრან-პრიზე ნახევარფინალში გავიდა, რითაც საპრიზო სამეულში მოხვედრაც გაინაღდა. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა პორტუგალიელ რიკარდუ ლურუსა და კანადელ გიიომ პეროს იპონებით აჯობა. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად კი, რუს კირილ ვოპროსოვს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალური წყვილი კი უზბეკეთის ნაკრების წევრებმა, დილშოდ ჩორიევმა და შერალი ჯურაევმა შეადგინეს.
დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდებიან. 100 კილოგრამში წინასწარ განაცხადსა და სატურნირო ბადეში ვარლამ ლიპარტელიანიც იყო, მაგრამ... საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, აბუ დაბიში ჩასვლა ვერ მოასწრო.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091343