ფეხბურთი

16:16 | 9.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

Golden Foot 2013-ის ნომინანტები: ინიესტა, რონალდუ, ბექჰემი...

ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც Golden Foot 2013-ისთვის იბრძოლებენ. მოგეხსენებათ, ეს ჯილდო 28 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს გადაეცემათ.

ნომინანტთა სიაში არიან: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”), დავიდ ტრეზეგე (“რივერ პლეიტი”), ფრენკ ლამპარდი (“ჩელსი”), სამუელ ეტო’ო (“ანჟი”), იკერ კასილიასი (“რეალი”), ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”), მიროსლავ კლოზე (“ლაციო”), დიდიე დროგბა (“გალათასარაი”) და დევიდ ბექჰემი (პსჟ).

Golden Foot-ი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც 2003 წლიდან გადაეცემათ ფეხბურთელებს. თავდაპირველად, ამ პრიზისთვის 29 წელს გადაცილებული ფეხბურთელები იბრძოდნენ, ახლა კი, ზღვარი 28 წლამდე შემცირდა. 2012 წელს, Golden Foot-ი ზლატან იბრაჰიმოვიჩს გადაეცა.

 

თეგებიGolden Foot
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097694