ფეხბურთი

11:02 | 5.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოლების წვიმა მადრიდში

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 34–ე ტურის 4 მატჩი შაბათს ჩატარდა. მათგან ყველაზე უხვგოლიანი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული დაპირისპირება გამოდგა, სადაც ერთმანეთის წინაშე „რეალი“ და „ვალიადოლიდი“ წარსდგნენ.

მატჩი სტუმართათვის იღბლიანად დაიწყო – მე–8 წუთზე, ოსკარი მადრიდელი მცველების შეცდომის წყალობით დასარტყმელ პოზიციაში აღმოჩნდა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ამის შემდეგ, უკვე „რეალს“ გაუმართლა, რადგან მარკ ვალიენტემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიშიც გათანაბრდა.

ხუთიოდ წუთში, ანხელ დი მარიას ჩაწოდების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ თავური დარტყმით „სამეფო კლუბი“ დააწინაურა, მაგრამ სტუმრებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს მასპინძელთა კარის აღება და ტაბლოზეც 2:2 დაფიქსირდა.

მეორე ტაიმის დებიუტში, ანხელ დი მარიამ სოლო რეიდი შეასრულა და ბრაზილიელი კაკა დატოვა დასარტყმელ პოზიციაზე, ამ უკანასკნელმა კი, „რეალი“ კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ. 70–ე წუთზე, რონალდუ კიდევ ერთი ზუსტი თავურით გამოირჩა და ანგარიში 4:2 გახადა, რამაც მატჩის ბედი მეტწილად გადაწყვიტა. შეხვედრის მიწურულს, „ვალიადოლიდმა“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა.

იოლად იმარჯვა „ვალენსიამ“, რომელიც „მესტალიაზე“ „ოსასუნას“ დაუხვდა. პირველი ტაიმის მიწურულს, რობერტო სოლდადომ და რიკარდუ კოშტამ თითოჯერ აიღეს სტუმართა კარი და „ღამურები“ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გაიყვანეს.

მე–2 ტაიმში, ოსასუნელებს მსაჯმა 2 ფეხბურთელი გაუძევა და 9–კაციანი შემადგენლობით დარჩენილა გუნდმა წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. საპასუხოდ, ევერ ბანეგამ და ჟონასმა დალაშქრეს სტუმართა კარი და ვალენსიელებს 4:0 მოაგებინეს.

ლა კორუნიის „დეპორტივომ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა. მატჩი მეტ–ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ლოგიკური შედეგითაც დასრულდა. საბოლოოდ, ფრე – 0:0.

ბევრისთვის მოულოდნელად, „გრანადამ“ „მალაგასთან“ მატჩში 3 ქულა მოიპოვა. ამ შეხვედრაში გადამწყვეტი ერთადერთი გოლი გამოდგა, რომელმაც ანდალუსიელები უქულოდ დატოვა.

 

ვალენსია. „მესტალია“. 38000

ვალენსია – ოსასუნა 4:0 (2:0)

ვალენსია: გუაიტა, კოშტა, მატიე (რუისი 79), პერეირა, გუარდადო, ბანეგა, კოსტა, პარეხო, კანალესი (სისოკო 46), სოლდადო (რუისი 76), ჟონასი.

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ოსასუნა: ფერნანდესი, ფლანიო, არიბასი, სანხურხო, სილვა, დე ლას კუევასი, სეხუდო, ნანო, ტიმორი, ლოე (შოჯაეი 56), სოლა (ლოლო 58,ბერტრანი 71).

მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გოლები: 1:0 სოლდადო (39), 2:0 კოშტა (44), 3:0 ბანეგა (60), ჯონასი (90პ.)

გაფრთხილებები: ჟონასი (15), პერეირა (86) – ტიმორი (69), ბერტრანი (88), ნანო (90)

გაძევებები: არიბასი (58), ტიმორი (74)

არში დარტყმა: 13 (7) – 7 (4) ჯარიმა: 16 - 16 კუთხური: 7 - 7 თამაშგარე: 5 - 2 ბურთის ფლობა: 58% - 42%

 

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 68000

რეალი – ვალიადოლიდი 4:3 (2:2)

რეალი: ლოპესი, ნაჩო, პეპე, კარვალიუ, კოენტრაუ, ხედირა, მოდრიჩი, დი მარია (იოზილი 68), კაკა (ალონსო 69), რონალდუ, ბენზემა (იგუაინი 71).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ვალიადოლიდი: ხიმენესი, რუკავინა, ვალიენტე, ბალენსიაგა, რუედა, ალვარო (სასტრე 71), პერესი, ებერტი, ოსკარი, ომარი (ბუენო 55), გერა (მანუშუ 79)

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

გოლები: 0:1 ოსკარი (8), 1:1 ვალიენტე (26ს.კ), 2:1 რონალდუ (32), 2:2 გერა (35), 3:2 კაკა (49), 4:2 რონალდუ (70), 4:3 სასტრე (87)

გაფრთხილებები: ხედირა (44) – ომარი (38), პერესი (63), სასტრე (90)

არში დარტყმა: 19 (11) – 13 (5) ჯარიმა: 7 - 10 კუთხური: 7 - 10 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 52% - 48%

 

გრანადა. „ლოს კარმენესი“. 19000

გრანადა – მალაგა 1:0 (1:0)

გრანადა: რობერტო, დიაკატე, სიკეირა, ნიომი, მაინსი, ბრაიმი (ორტისი 83), რიკო, რესიო (ირინეი 74), ნოლიტო, იგალო (არანდა 62), ელ–არაბი.

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

მალაგა: კაბალიერო, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნეში, ს.სანჩესი, ხოაკინი, ბაპტიშტა (სანტა კრუსი 58), იტურა (დუდა 78), კამაჩო, მორალესი (პიასონი 69), ისკო.

მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინი

გოლი: 1:0 იგალო (28)

გაფრთხილებები: ბრაიმი (41), ელ–არაბი (65), არანდა (86), ნიომი (89) – ისკო (77), ველიგტონი (87)

არში დარტყმა: 8 (4) – 8 (4) ჯარიმა: 22 - 13 კუთხური: 6 - 2 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 35% - 65%

 

ლა კორუნია. „რიასორი“.

დეპორტივო – ატლეტიკო 0:0

დეპორტივო: არანსუბია, კაშტრუ, პაბლო, აიოსე, აიტამი, ვალერონი (სანტუში 86), კამუნიასი (ევალდო 73), ალექსი, დომინგესი, გამა, რიკი (ოლივეირა 77).

მწვრთნელი: ფერნანდო ვასკესი

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ლუისი, გოდინი, ხუანფრანი, გაბი, სუარესი, გარსია (ოლივერი 72), როდრიგესი (თურანი 66), ადრიანი (საული 81), ფალკაო.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გაფრთხილებები: გამა (90) – გოდინი (42)

არში დარტყმა: 6 (3) – 5 (1) ჯარიმა: 12 - 12 კუთხური: 5 - 10 თამაშგარე: 0 - 5 ბურთის ფლობა: 51% - 49%

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08706