ფეხბურთი

14:11 | 16.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ღონღაძე ლატვიის ვირსლიგის აუტსაიდერებშია

ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-7 ტურში, “ილუკსტემ”, სადაც მამუკა ღონღაძე გამოდის, სტუმრად ლიეპაიას “მეტალურგსთან” 1:2 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა სრულად ითამაშა და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ილუკსტეს” 4 ქულა აქვს და 10 გუნდში ბოლოსწინა ადგილზეა. ღონღაძე, რომელის შარშან ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და თავდამსხმელი გახდა, წელს ახალ გუნდში შედეგიანად ვერ ირჯება. მან “ილუკსტეში” 6 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ესტონეთის მეისტრილიგის მე-11 ტურში, “პაიდემ”, რომელშიც თენგიზ ეთერია ირჯება, გასვლაზე “ლევადიასთან” 0:1 წააგო. ქართველი ლეგიონერი 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია. “პაიდე” 12 ქულით 10 გუნდში მე-5 პოზიციაზეა.

ფინეთის იუკონენლიგის (პირველი ლიგა) მე-4 ტურში, “კაიანიმ”  შინ პკ-35-ს 1:0 მოუგო. მასპინძელთა სასტარტოში იყო კახა სამსონია, რომელიც 84-ე წუთზე შეცვალეს. “კაიანის” 6 ქულა აქვს და 10 გუნდში მეოთხეა.

“კოოტეპემ” თავის მოედანზე “ჰაკას” 1:0 აჯობა. გამარჯვებულთა შორის გიორგი ოსიტაშვილი 90 წუთი გაისარჯა. “კოოტეპე” 7 ქულით მეოთხე ადგილზეა.


 

თეგებიღონღაძე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096172