ავტოსპორტი

23:12 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გროჟანი და ფეტელი ცხრილების სათავეში

თუ ვინმეს იმის იმედი აქვს, რომ მეოთხე ტიტულის განაღდების შემდეგ, სებასტიან ფეტელს გამარჯვებისკენ ლტოლვა დაუოკდება, ძალიან ცდება. ისიც და „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერიც ამბობენ, რომ დარჩენილი სამივე რბოლის მოგება სურთ! და რა თქმა უნდა, ყველაფერს იზამენ ამ სურვილის ასასრულებლად. პრტაქტიკებზე თავის გამოდება არაფერს ნიშნავს, მაგრამ ინდოეთში ფეტელმა მაინც ყველაფერი - სამივე პრაქტიკა, კვალიფიკაცია და რბოლა, მოიგო.

აბუ დაბიში თავიდან საქმე ასე ვერ აეწყო - პირველ სესიაზე საუკეთესო დრო რომენ გროჟანმა აჩვენა, რომელიც ან გრძელბაზიან მანქანას კარგად მოერგო, ან კიმი რაიკონენის „ფერარიში“ გადასვლის გამოცხადების შემდეგ, „ლოტუსი“ ფრანგს მეტ ყურადღებას უთმობს. მთავარი ისაა, რომ გრო მოწინავეთა შორის დაბრუნდა და ეს დაბრუნება კორეაში, იაპონიასა და ინდოეთში დაკავებული მესამე ადგილებით განამტკიცა.

სამწუხაროდ, გროჟანს მეორე სესიაზე წინა მუხრუჭებმა შეუქმნა პრობლემები და ამის გამო, ის მხოლოდ მე-12 დროს დასჯერდა. სამაგიეროდ, „რედ ბულის“ მრბოლებმა გაილაღეს - ფეტელი ისევ ცხრილის სათავეში დამკვიდრდა, მარკ ვებერმა კი ზურგი „გაუმაგრა“, რომელიც ოთხგზის ჩემპიონს მხოლოდ 0.155 წამით ჩამორჩა. ფეტელს პირველ სესიაზე მესამე დრო ჰქონდა და ორი სესიის ჯამში, ყველაზე სტაბილური ის იყო. სტაბილურობით გამოიჩინა თავი ლუის ჰამილტონმაც, რომელსაც აბუ დაბიში ერთი რბოლა (2011 წლის) მოგებული აქვს და ორჯერ სტარტი პოულიდან აიღო. ის მეორე და მესამე დროს დასჯერდა.

ფეტელს შანსი აქვს, ზედიზედ მეშვიდე რბოლა მოიგოს და თუ ეს შესძლო, თავისი ლეგენდარული თანამემამულის, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის 2004 წლის სეზონის მიღწევა გაიმეოროს. ისე კი, რეკორდამდე ჯერ შორსაა. რეკორდ ზედიზედ ცხრა გამარჯვებაა და ის იტალიელ ალბერტო ასკარის ეკუთვნის. თუმცა, მან ცხრა რბოლა 1952-1953 წლების სეზონებში მოიგო (მაშინ ჩემპიონატი 8-9 ეტაპისგან შედგებოდა). აღსანიშნავია, რომ ფეტელს აბუ დაბიში ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული, რომელთაგან ერთმა (2010 წელს) პირველი ტიტული მოაგებინა.

რაც შეეხება ამ რბოლის ბოლო გამარჯვებულ კიმი რაიკონენს, მან იას მარინა ცირკვიტზე გასულ სეზონში ერთადერთი გამარჯვება მოიპოვა და სწორედ ამ რბოლისას გასძახა თავისიანებს რადიოთი - თავი დამანებეთ, მე ვიცი, რასაც ვაკეთებო. კიმი ჯერჯერობით ჩრდილშია, თუმცა არც ისე შორსაა მოწინავეთაგან, რომ მათ თავს დამშვიდების უფლება მისცენ. სხვათა შორის, მან გუნდს ძველ, მოკლებაზიანი მანქანის მომზადება სთხოვა.

 

აბუ დაბის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                1:44.241

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)          1:44.433

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:44.499

4. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:44.712

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                  1:44.741

6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:44.929

7. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:45.040

8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:45.099

9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:45.150

10. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                    1:45.331

11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1:45.378

12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)               1:45.440

13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                1:45.823

14. ჯეიმს კალადო (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:45.924

15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)              1:46.068

16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)           1:46.114

17. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                       1:46.124

18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)    1:46.126

19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                   1:47.600

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)             1:47.670

21. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                  1:47.723

22. როდოლფო გონსალესი (ვენესუელა, მარუსია)    1:49.565

 

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)           1:41.335

2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                   1:41.490

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:41.690

4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                      1:41.726

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 1:41.758

6. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     1:42.006

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:42.010

8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                1:42.171

9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)               1:42.324

10. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                       1:42.440

11. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)              1:42.509

12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)              1:42.607

13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:42.806

14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     1:42.952

15. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:42.998

16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:43.152

17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:43.271

18. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:43.565

19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)    1:44.138

20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                    1:44.459

21. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:44.525

22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:45.565

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095047