ინტერვიუები

18:14 | 5.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

გუჯა კახაძის სისტემა – 4 კომპონენტის შერწყმით რეალურად მისაღწევი საოცრება

ქართველ სპორტსმენთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის სისწრაფისა და ამტანობის თანამედროვე საერთაშორისო ნორმამდე აყვანა აუხდენელ ოცნებად რჩება. არსებობს ფიზიკური მზადების ბევრი სისტემა, მაგრამ სასურველი ეფექტური შედეგის მიღწევა მაინც პრობლემატურია. მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიში კი ხშირ შემთხვევაში სპორტსმენთა ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. ჩვენში წვრთნის ინტენსიური მეთოდიკა ამტანობის ხელშესახებ გაუმჯობესებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აღწევს, თუკი ორგანიზმი მაქსიმალურად ჯანმრთელია, თუმცა ფიზიკური რესურსი ამოუწურავი არაა, ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეგრეთ წოდებულ არატრადიციულ მიდგომას. ისე კი ამ ტერმინის უკან ძირითადად ბუნებრივი, ხშირ შემთხვევაში მივიწყებული მეთოდიკა იმალება და ამგვარი მიდგომის მიმგნები ნებისმიერი ადამიანი სპეციალისტთა და მთლიანად საზოგადოების ყურადღების ღირსია.
ძალიან საინტერესო მიდგომა აქვს ბატონ გუჯა კახაძეს, რომელმაც საკუთარი მეთოდიკის ძირითად პრინციპებზე გვესაუბრა ამასთან, მეთოდიკის უპირატესობები მისმა მოსწავლეებმაც კმაყოფილებით აღნიშნეს.

თავდაპირველად სიტყვა ბატონ გუჯა კახაძეს დავუთმეთ: “გასულ საუკუნეში სისწრაფის მომატებას ფიზიკური, ძალისმიერი დატვირთვის მომატების ხარჯით ცდილობდნენ. უცხოეთში მიხვდნენ ამ გზის უპერსპექტივობას, ჩვენში კი კვლავინდებურად ძველებური მეთოდებით მუშაობენ და შედეგიც არასახარბიელო გვაქვს. წამყვან სპორტულ ქვეყნებში მიხვდნენ, ფიზიკურ დატვირთვას კიდევ სხვა სახის მეთოდით რომ უნდა დაურთონ. ჩემი მიდგომით, ეს “რაღაც” გონებრივი, სულიერი და ემოციური ასპექტები და მათი შეხამებაა ფიზიკურ წვრთნასთან. სწორედ ამ 4 კომპონენტის შეკრება იძლევა სასურველ რეზულტატს. ამგვარი მიდგომა სავსებით ბუნებრივად ეხამება ქართულ მენტალიტეტს. ხასითიდან გამომდინარე, ქართველებს რბენა არ გვიყვარს და გვირჩევნია, გონებრივად მეტი ვიშრომოთ. ხასიათის ეს შტრიხი სასიკეთოცაა. დავუმატოთ ამას ემოციურობა, რაც ხელს გვიშლის, ოღონდ, თუკი მას სწორ კალაპოტში ჩავაყენებთ, მოკავშირედ შეგვიძლია ვაქციოთ. ემოციისთვის სათანადო მიმართულების მიცემის შემთხვევაში კონდიცია საგრძნობლად უმჯობესდება – ესე იგი, ვსწავლობთ გონებისა და ემოციის მართვას. ამის ფონზე ფიზიკური წვრთნა სისწრაფისა და ამტანობის ზრდას იწვევს. ფაქტობრივად, სპორტსმენს გონებრივად ვავარჯიშებ. ათლეტი ემოციის მართვას სწავლობს და შესრულებული ყველა ვარჯიში მას სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესებაში ეხმარება. ამის ფონზე სასურველი შედეგის სწრაფად მიღწევა გასაკვირი სულაც არაა. ვიდრე შედეგს საკუთარი თვალით არ იხილავს, ბევრი ჩემ მეთოდს სკეპტიკურად უყურებს. მათთვის ყველაზე რთულად სარწმუნო სისწრაფის მომატებაა. ტრადიციული მიდგომით, სპორტსმენის ამ მიმართულების შედეგის ზრდას ენერგიის მეტი ხარჯვა ესაჭიროება, ჩემთა წვრთნისას კი რაც ძუნძულისას იხარჯება, მთელი ძალით გაქცევის დროსაც იგივე ენერგია მოდის. ლოგიკური აზროვნებისთვის ეს თითქოსდა დაუჯერებელია, მაგრამ ყველა მოსწავლესთან მუშაობისას დავამტკიცე მეთოდის უტყუარობა. ფეხბურთელი, რომელიც მზადებას ჩემთან გადის, თამაშის პირველ და დასკვნით, 90-ე წუთზე ერთნაირად მაღალ სიჩქარეს ავითარებს და დაღლობის გრძნობაც მისთვის უცხოა. ამასთან, თამაში სიამოვნებად ექცევა და არა რუტინულ მომქამცველ სამუშაოდ”.
ბატონ გუჯასთან ქართველ ფეხბურთელს ნიკა ზაუტაშვილს შევხვდით, რომლის მონათხრობსაც უცვლელი სახით გთავაზობთ: “ვთამაშობ კიევის “ობოლონში”, 1995 წელს დაბადებულთა გუნდში. როდესაც პირველად უკრაინის დედაქალაქში ჩავედი, 30 მეტრს 4.2 წამში ვფარავდი. ეს წლინახევრის წინ იყო, შემდეგ თითქმის წლის განმავლობაში ტრენაჟორებსა და ქვიშაზე ვვარჯიშობდი და გაუმჯობესების ნაცვლად, სისწრაფე გამიუარესდა – 4.4 წამი. სეზონის მიწურულს ლუგანსკის “ზორიაში” გასინჯვაზე მივხვდი, სადაც გამძლეობა დამიწუნეს. ეს ამბავი ფსიქოლოგიურად განვიცადე, მაგრამ, საბედნიეროდ, უკრაინაშივე მამაჩემის მეგობარს კობა ოდიშელიძეს შევხვდი და როდესაც ჩემი ისტორია მოვუყევი, მირჩია თბილისში დავბრუნებულიყავი და დახმარებისთვის ბატონ გუჯა კახაძისთვის მიმემართა. გამოგიტყდებით, კობას სიტყვებს ეჭვის თვალით შევხედე, არ მჯეროდა, მაგრამ მის წინადადებას დავთანხმდი. ამასთან, უკრაინაში მოთამაშე სანდრო კობახიძესაც დავუკავშირდი და კახაძის მეთოდზე ვკითხე. სანდრომაც დადებითი შეფასება მისცა ბატონი გუჯას ვარჯიშებს – მერწმუნე, მას არავინ სჯობს და კარგ შედეგს მიაღწევო. თბილისში ჩამოსვლის მომენტში 30 მეტრს 4.4 წამში ვფარავდი, ამასთან არასწორად დავრბოდი, რაც მუხლების შეშუპებას იწვევდა. 5 ვარჯიშში პრაქტიკულად ყველაფერი ავითვისე, 15 წვრთნის შემდეგ კი 15 კილომეტრი ისე გავირბინე, სუნთქვა არ ამჩქარებია. ამტანობა ორჯერ გამეზარდა. 47 ვარჯიში შემდეგ კი დაუჯერებელი რამ მოხდა – 30 მეტრი ზუსტად 4 წამში გავირბინე. დროის ამ განმავლობაში 6 წლის შედეგს მივაღწიე. ახლა უკრაინაში ვბრუნდები და ძალიან მაინტერესებს, იქაური მწვრთნელების რეაქცია, ისინი ხომ მარწმუნებდნენ, დროის ამ მონაკვეთში ამგვარი რეზულტატის მიღწევა შეუძლებელიაო. ბატონმა გუჯამ გარდამქმნა, 47 ვარჯიშის შემდეგ სრულიად ახალ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი”.
საუბარს კობა ოდიშელიძე და მისი 9 წლის ვაჟი ლუკაც ესწრებოდნენ. საკუთარ დაძლეულ გასაჭირზე ბატონმა კობამ და ლუკამაც მოგვითხრეს. “ჩემ ბიჭს ხელოვნურსაფარიან მოედნებზე წვრთნის შედეგად მუხლების პრობლემა შეექმნა და ქუსლების დაბეჟილობასაც უჩიოდა. მშობლებმა ბევრი საფეხბურთო სკოლა მოვიარეთ, შემდეგ კი სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება დავიწყეთ და ბოლოს ბავშვების გუჯა კახაძესთან მიყვანა გვირჩიეს. მიმეზთა გამო, ბატონ გუჯასთან მარტო ლუკა დარჩა. ახალმა პედაგოგმა სწორად შენიშნა, ბიჭს არასწორი მოძრაობის პრობლემა რომ ჰქონდა და მუხლებისა და ქუსლების ტკივილის ეს იწვევდა. არაორდინალურმა ვარჯიშმა ლუკას რბენა დახვეწა და ახლ 2 ტაიმს ისე თამაშობს, არ იღლება. შეუდარებლად გაეზარდა გამძლეობა და სისწრაფე, ამაღლდა ფსიქოლოგიური მომზადების მხარეც. კურსი ჯერ დასრულებული არ გვაქვს, შედეგი კი დიდია – თუკი ადრე ლუკა მოთელვის დროს იღლებოდა, ახლა თამაშის ბოლომდე ქარივით დაქრის. Eვროპის ბევრი ქვეყნის საფეხბურთო სკოლაში ვარ ნამყოფი. მაგალითისთვის, გერმანიაში საჭირო შედეგის მიღწევას ნახევარ წელიწადში დაგვპირდნენ, ამასთან გარანტიასაც ვერ იძლეოდნენ, გუჯა კახაძემ კი 15 დღეში მოახერხა 6 თვის შედეგის ჩვენება”, - გვითხრა კობა ოდიშელიძემ.
გახარებულია ლუკა ოდიშელიძეც, რომელსაც გუჯა კახაძესთან ურთიერთობამ ფეხბურთის თამაში კიდევ უფრო შეაყვარა: “ძალიან ცუდად დავრბოდი, მუხლები და ქუსლები მტკიოდა, ახლა კი თამაშის დროს დატვირთვას ვუძლებ და ცენტრალური მცველის ფუნქციებსაც უკეთ ვასრულებ”.

გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091865