სხვა

18:37 | 1.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

გუნდურშიც, წარუმატებლად

პოლონეთის ქალაქ რჟეშუვში მიმდინარე ზამთრის ევროპის ჩემპიონატზე მშვილდოსნობაში, ქართველმა სპორტსმენებმა ინდივიდუალურის მსგვსად, გუნდურ შეჯიბრშიც წარუმატებლად იასპარეზეს.
საქართველოს ქალთა ნაკრებმა (ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე, ლანა ვერულაძე) პლეი-ოფში მე-8 შედეგით გააღწია, იქ კი მეცხრეადგილოსან რუმინეთთან 216:219 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
იდენტური შედეგი აჩვენეს ქართველმა ვაჟებმაც (არჩილ ფარსენაძე, ლევან ჩიტიშვილი, ლაშა ფხაკაძე). ისინი ასევე მე-8 განთესვით იყვნენ და მე-9 მაჩვენებლის მქონე ავსტრიელებთან 217:229 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094582