საქართველოს ქალთა 70-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის დასასრულამდე ერთი ტურით ადრე, ერთპიროვნულად დაწინაურდა სოფიო გვეტაძე (2332), რომელმაც 8 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტ მაკა ფურცელაძეს (2308) 0.5 ქულით უსწრებს.
მე-8 ტურში გვეტაძემ თეთრი ფიგურებით ალექსანდრა ვახანიას (2184) სძლია, ხოლო ფურცელაძემ ნინო ხომერიკი (2076) დაამარცხა. დასკვნით ტურში გვეტაძე შავებით ლიკა კობეშავიძეს (1957) დაუპირისპირდება, ფურცელაძე კი ისევ თეთრებით ანა კუჭავას (2025) გაეჯიბრება.







