ბოლო დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ "სევასტოპოლს" ფინანსური პრობლემები აქვს და საქმე იქამდე მივიდა, რომ შესაძლოა, მომდევნო ტურში კიევის "დინამოსთან" სათამაშოდ არც გავიდნენ. ფეხბურთელებს ორი თვის ხელფას-პრემია არ აუღიათ.
ღვინიანიძე ამბობს, რომ სიტუაცია ასე კრიტიკული არაა:
"ისე გამოიყვანეს, თითქოს ერთი წელია, ხელფასი არ აგვიღია. ბევრ კლუბშია ასეთი პრობლემა, მაგრამ გაგებით ეკიდებიან. თუ ყველანი ბევრს ივარჯიშებენ და ნაკლებად არევენ სიტუაციას, გუნდი მოგებული დარჩება. ხელმძღვანელობა დაგვპირდა, რომ თანხას გაგვისტუმრებენ. "სევასტოპოლი" "არსენალისა" და "კრივბასის" ბედის გაზიარებას არ აპირებს".
მათემ განაცხადა, რომ "სევასტოპოლიდან" არსად წასვლას არ აპირებს და ყველა ეს პრობლემა მოგვარდება.