ავტოსპორტი

21:57 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ისევ ლიდერია, ფეტელმა დაისვენა

„მერსედესის“ და ლუის ჰამილტონის უპირატესობა მეტოქეებთან, ესპანთის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზეც აშკარაა. უფრო საინტერესო ისაა, თუ მდევრებმა რა შეძლეს ევროპაში დაბრუნებამდე. ზოგი მათგანი უკვე ამბობს, რომ ეს სეზონი სამქიმიანებისაა, ზოგიც ჯერ ისევ იბრძვის. რა შედეგით, ამას კვალიფიკაციასა და რბოლაში ვნახავთ. ჯერჯერობით კი ჩანს, რომ ჰამილტონს 0.8 წამზე ახლოს მხოლოდ ნიკო როსბერგი „ეკარება“ და ისიც ყოველთვის ვერა...

სებასტიან ფეტელს შასი შეუცვალეს და... პირველ სესიაზე მხოლოდ ოთხი წრის გავლა მოასწრო. შემდეგ კი ტრეკზე გაჩერდა და არათუ პირველი სესიის დარჩენილი ნაწილი, არამედ მეორე სესიაც მაყურებლის როლში გაატარა. „რედ ბულმა“ გამოაცხადა, რომ პრობლემა ელექტრონიკაში წარმოიქმნა და მის გამო, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი მეორე პრაქტიკაზეც ვერ გავიდოდა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი ეტაპის შემდეგ, ჩემპიონატს როსბერგი ლიდერობს, რომელსაც ჰამილტონი ოთხი ქულით ჩამორჩება. არადა, ბრიტანელს სამი რბოლა აქვს მოგებული, გერმანელს კი - ერთი. როსბერგი იმდოვნებს, რომ „ნორმალური უიკენდი“ ექნება, რაც ლიდერობის შენარჩუნების საშუალებას მისცემს. არადა, პირველი სესიის დროს, მის მანქანაზე გაგრილების სისტემა გაჭირვეულდა და სწორედ მის გამო იყო, რომ ნიკო მეხუთე დროს დასჯერდა.

ორივე სესიაზე მესამე დრო დანიელ რიკარდოს ჰქონდა, რომელიც აშკარად ავიწროებს პრობლემებით შეწუხებულ ფეტელს. ფერნნდ ალონსომ კი ორივე შემთხვევაში მეოთხე დრო აჩვენა. პირველ პრაქტიკაზე მეორე შედეგი ჯენსონ ბატონს ჰქონდა, მაგრამ მეორე სესიაზე ფროის გაუმჯობესება ვერ შეძლო და მეშვიდეზე დარჩა. კვლავ თავისი ესპანელი თანაგუნდელის ჩრდილშია კიმი რაიკონენი, თუმცა ორივე სესია მოწინვე ექვსეულში დაასრულა.

 

ესპანეთის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)            1:27.023

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:27.891

3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)             1:27.973

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:28.128

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    1:28.168

6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                            1:28.337

7. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                        1:28.423

8. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)            1:28.744

9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:28.779

10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:28.791

11. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:28.792

12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:28.828

13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)             1:28.859

14. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, უილიამსი)                     1:29.272

15. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                     1:29.688

16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:29.820

17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:29.944

18. გიედო ფან დერ გარდე (ჰოლანდია, ზაუბერი)         1:30.440

19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:30.748

20. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:30.942

21. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                       1:30.997

22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                  1:31.421

 

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)             1:25.524

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:25.973

3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)              1:26.509

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:27.121

5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                            1:27.296

6. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                        1:27.788

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:27.811

8. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                        1:27.824

9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)            1:27.866

10. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:28.049

11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:28.074

12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)             1:28.246

13. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                     1:28.284

14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                    1:28.698

15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                  1:29.105

16. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                     1:29.129

17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:29.493

18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:29.991

19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                      1:31.148

20. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                        1:31.338

21. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                  1:31.586

22. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              დროის გარეშე

 

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165035