ავტოსპორტი

21:52 | 26.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი მადაზე მოვიდა

 

სებასტიან ფეტელი კი ნებივრობს. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ თავისუფალი ვარჯიშების შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ჯერ კვალიფიკაციაზე, შემდეგ კი რბოლისას გაირკვევა, ვის რა შეუძლია. ამასვე ამბობს თავად ჰამილტონი, ვინც მართალია, მეორე პრაქტიკაზე, სცელ ტრასაზე ყველას აჯობა, მაგრამ მაინც თვლის, რომ მშრალ გზაზე უფრო სწრაფები „რედ ბულის“ პილოტები არიან. ამის დასტური თუნდაც ის ფაქტია, რომ მშრალ, პირველ სესიაზე, საუკეთესო შედეგი ავსტრალიელ მარკ უებერს ჰქონდა.

ჰამილტონისთვის ბრაზილიური რბოლა მაინც განსაკუთრებულია. 2008 წელს ჩემპიონი სწორედ სან პაულუს ინტერლაგუშზე გახდა. წლევანდლი სეზონის ბოლო ეტაპისთვის, მან ჩაფხუტი აირტონ სენას სტილში გააფორმა და განაცხადა, რომ რბოლის შემდეგ, ამ ჩაფხუტს სენას სახელობის ბავშვთა ფონდს გადასცემს, რომელიც მას აუქციონზე გაჰყიდის.

რაც შეეხება უებერს, მისთვისაც ბრაზილიურ რბოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – ეს მისთვის ბოლო შანსია, რომ ეს სეზონი, რომელშიც მისი თანაგუნდელი აშკარად დომინირებს, მოგების გარეშე არ დაასრულოს. უებერს ბრაზილიური ეტაპი 2009 წელს აქვს მოგებული, სეზონში, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ჯენსონ ბატონი დაეუფლა. მაგრამ გასული სეზონის უნგრული ეტაპის შემდეგ, 25 რბოლა ისე ჩატარდა, რომ ოზ მრბოლს კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური არ დაუკავებია. არადა, იმავე პერიოდში ფეტელის ანგარიშზე 14 გამარჯვებაა...

რაც შეეხება ფეტელს, მას აქვს შანსი, გახდეს ერთადერთი მრბოლი, ვინც ერთ სეზონში 15 პოულ პოზიციას დაეუფლება. ამჟამად მის ანგარიშზე 14 პოულია, ზუსტად იმდენი, რამდენიც ნაიჯელ მენსელმა 1992 წლის სეზონში მოიპოვა. აქ ერთი საინტერესო სტატისტიკაც მოსაყვანია – უკვე ათი წელია, ბრაზილიაში ვერ იგებს ის პილოტი, ვინც სტარტს პოულიდან აიღებს...

ინტერლაგუში იღბლიანია ფერნანდო ალონსოსთვისაც – მას აქ თავისი ორივე ტიტული აქვს მოგებული. მაგრამ ამჯერად, ესპანელს პირველი სესიის მიწურულს, ძრავი დაუზიანდა.

 

ბრაზილიის დიდი პრიზი

თავისუფალი ვარჯიშები. პირველი სესია

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:13.811

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:13.825

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:13.961

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:14.025

5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:14.507

6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:14.541

7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:15.162

8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:15.178

9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:15.241

10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 1:15.321

11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:15.468

12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო)                      1:15.547

13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:15.663

14. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:15.732

15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:15.747

16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:15.836

17. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:15.979

18. ჟან–ერიკ ვერნი (საფრაბგეთი, ტორო როსო)         1:16.052

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:16.514

20. ლუიზ რაზია (ბრაზილია, ლოტუსი)                      1:17.595

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:18.140

22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:18.653

23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)             1:18.952

24. იან ჩარუზი (ჩეხეთი, ისპანია)                                 1:19.577

 

თავისუფალი ვარჯიშები. მეორე სესია

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:13.392

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:13.559

3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:13.587

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:13.598

5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:13.723

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:13.750

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:13.787

8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:13.872

9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:14.144

10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:14.807

11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:14.856

12. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:14.931

13. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:14.970

14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:15.019

15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:15.264

16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:15.388

17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:15.679

18. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:15.903

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                          1:16.298

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:16.338

21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:18.031

22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:18.051

23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)             1:18.367

24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:18.476

 

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://autopanoramaf1.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.187327