ავტოსპორტი

16:07 | 22.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი მონაკოშიც ყველაზე სწრაფია

ლუის ჰამილტონი მონაკოშიც უსწრაფესია, თუმცა მისგან არც ისე შორსაა თანაგუნდელი ნიკო როსბერგი, რომელმაც პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე, ჩემპიონატის ლიდერზე მხოლოდ 0.032 წამით უარესი დრო აჩვენა. მათგან ახლოსაა დანიელ რიკარდო, რომელიც ლიდერს 0.235 წამით ჩამორჩა. ასეთი სხვაობა კი იმის იმედს იძლევა, რომ მონაკოში მაინც ვინმე შეძლებს სამქიმიანებთან ტოლსწორ პაექრობას.

აღსანიშნავია, რომ შარშან მონაკოში როსბერგმა პოულიდან მოიგო და მას იმედი აქვს, რომ იმ მიღწევას გაიმეორებს და ჩემპიონატის ლიდერობასაც დაიბრუნებს. ხუთი ეტაპის შემდგ, ჰამილტონი როსბერგს მხოლოდ სამი ქულით უსწრებს. არადა ხუთიდან ოთხი რბოლა მას აქვს მოგებული. გერმანლის ანგარიშზე მხოლოდ პირველ ეტაპზე გამარჯვებაა, რის შემდეგაც მან ზედიზედ ოთხჯერ დაიკავა მეორე ადგილი.

წრე 1:19-ზე ნაკლებში გაიარა ფერნანდო ალონსომ, ვისაც მონაკოში გამარჯვება „რენოს“ და „მაკლარენის“ მანქანებით აქვს მოპოვებული. სესიის მიწურულს მას მირაბოში მცირე შეცდომა მოუვიდა, თუმცა თავისი საუკეთესო დრო უკვე დაფიქსირებული ჰქონდა. ეს კი საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ მეხუთეზე დაეტოვებინა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი.

 

მონაკოს დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)            1:18.271

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    1:18.303

3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)             1:18.506

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:18.930

5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:19.043

6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                            1:19.467

7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                    1:19.494

8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                     1:19.666

9. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                       1:19.789

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)           1:19.856

11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:20.033

12. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                1:20.118

13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                1:20.207

14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          1:20.241

15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:20.260

16. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                      1:20.517

17. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                   1:20.736

18. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                   1:20.914

19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:21.310

20. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:22.063

21. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:22.492

22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                    1:25.817

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169502