ავტოსპორტი

21:55 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ორივე პრაქტიკაზე უსწრაფესია

კორეული დიდი პრიზის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, სებასტიან ფეტელმა განაცხადა, დარჩენილ რბოლებში ყველაზე სერიოზულ კონკურენციას „მერსედესის“ მრბოლებისგან ველითო. თავისუფალ პრაქტიკებზე ლუის ჰამილტონმა მისი სიტყვები გაამართლა - ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე ყველაზე სწრაფი იყო. არც ნიკო როსბერგი ჩამორჩა ბევრით. თუმცა, ორივე სესიაზე მათ შორის „რედ ბულის“ მრბოლები ჩადგნენ.

კიმი რაიკონენმა, წელის ტკივილების მიუხედავად, რბოლაში მონაწილეობა მაინც გადაწყვიტა, თუმცა გრძელბაზიანი „ლოტუსის“ დამტვრევაც მოახერხა. ეს პირველი სესიის მიწურულს მოხდა. კიმი ტრავმას გადაურჩა და მეორე სესიაზეც ივარჯიშა, თუმცა ორივეზე მხოლოდ მერვე დროს დასჯერდა.

ფეტელი ორივე სესიაზე მეორე შედეგს დასჯერდა. პირველ ვარჯიშზე მან მხოლოდ 0.037 წამი დათმო ჰამილტონთან, მეორეზე კი - 0.108 წამი. ბოლოს ფეტელმა განაცხადა, მემგონი, აქ „მერსედესებთან“ დაძაბული პაექრობა გვექნებაო. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი 60 ქულას უგებს მის უახლოეს მდევარ ფერნანდო ალონსოს, რომელმაც ვარჯიშებზე მეექვსე და მეშვიდე დრო დააფიქსირა.

 

კორეის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)          1:39.630

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:39.667

3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:39.816

4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                  1:40.117

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:40.215

6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:40.374

7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:40.396

8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:40.677

9. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                      1:40.860

10. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                        1:40.880

11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1:40.899

12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:41.432

13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     1:41.482

14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)              1:41.626

15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)           1:41.924

16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                1:42.002

17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:42.043

18. ჯეიმს კალადო (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:43.008

19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                    1:43.660

20. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)    1:43.883

21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                  1:44.100

22. როდოლფო გონსალესი (ვენესუელა, მარუსია)     1:46.810

 

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:38.673

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)           1:38.781

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 1:38.797

4. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                   1:38.844

5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                         1:39.114

6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                1:39.226

7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                1:39.444

8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:39.757

9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:39.774

10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:40.006

11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:40.007

12. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                    1:40.152

13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:40.186

14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1:40.210

15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:40.446

16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:40.552

17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:41.117

18. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:41.289

19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)     1:42.461

20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:42.798

21. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                    1:43.108

22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:43.441

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166837