ავტოსპორტი

19:35 | 27.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი წვიმიან ჰუნგარორინგზეც უსწრაფესია

 

უნგრეთის დიდი პრიზის დროს წვიმა იშვიათობაა, მაგრამ ამჯერად, მეორე პრაქტიკაზე გაწვიმდა. თუმცა, ამან ლუის ჰამილტონს, წინა პრაქტიკის (თავისივე) საუკეთესო დროის გაუმჯობესებაში ხელი მაინც ვერ შეუშალა. სამაგიეროდ, „რედ ბული“ ისევ პელოტონის შუაშია.

სესიის ნახევარი იყო გასული, რომ ტროპიკული წვიმა წამოვიდა. ის დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა ტრასა საკმაოდ დაასველა. ამან ყველაზე მეტად მიხაელ შუმახერი დააზარალა, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ნახმარი საბურავების დამცავ რიგს შეეჯახა.

აღსანიშნავია, რომ „მაკლარენმა“ თავისი მანქანა უნგრთისთვისაც განაახლა. ჯენსონ ბატონის თქმით, გერმანიაში მისი მანქანა პელოტონში უსწრაფესი იყო. უოკინგელები ბუდაპეშტშიც საუკეთესოთა შორის იქნებიან, სადაც მათ და „ფერარის“ კონკურენციაში ალბათ „ლოტუსის“ წყვილსაც ვიხილავთ. ცნობილია, რომ „ლოტუსის“ მანქანას ცხელი ამინდი „უყვარს“ და უნგრეთში დიდი ალბათობით, სწორედ პაპანაქება იქნება.

 

უნგრეთის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:21.995

2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                           1:22.180

3. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                           1:22.253

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                              1:22.417

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:22.582

6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:22.747

7. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)               1:22.794

8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)                1:22.824

9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:22.922

10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                1:23.160

11. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:23.164

12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:23.337

13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:23.713

14. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:23.814

15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                          1:23.841

16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:24.328

17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:24.345

18. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:24.623

19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:24.823

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)               1:25.220

21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             1:27.104

22. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:27.106

23. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                           1:27.185

24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:27.822

 

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160115