ავტოსპორტი

4:00 | 9.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა მეორე პრაქტიკაც „მოიგო“

 

მოკლედ, ლუის ჰამილტონს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ამ სეზონის მოუგებელი სერია დაასრულოს. თავისუფალ პრაქტიკებზე ნაჩვენები შედეგები არც არაფერს იძლევა და არც არაფერზე მეტყველებს, მაგრამ მაინც - ბრიტანელი კანადაში, სადაც ორჯერ (2007 და 2010 წლებში) მოუგია, ჯერჯერობით უსწრაფესია!

მეორე სესიის დასაწყისში, პირველის დროს ნაჩვენები საუკეთესო დრო გააუმჯობესა და კოკისპირულიც დაუშვა. ამჯერად მას ყველაზე მეტად ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა მიუახლოვდნენ. ორივემ პირველ სესიაზე ბრიტანელის მიერ ნაჩვენები დრო გააუმჯობესა. იგივე სებასტიან ფეტელმა და პოლ დი რესტამაც შეძლეს.

„ძალიან გამიჭირდა იდეალური წრის გავლა. ხან ერთ სექტორს გავივლიდი სწრაფად, მაგრამ მეორეზე ვცდებოდი, მერე პირიქით. ისე ჩანს, რომ კვალიფიკაციაზე ძალიან მჭიდრო განლაგებას მივიღებთ. ნახეთ „ფერარი“, ისინიც სწრაფები არიან და საბურავებს უფრო ზოგავენ. ასე რომ, მთავარ კონკურენტებად მათ მივიჩნევ“, - ამბობს ჰამილტონი.

ძლიერი წვიმის გარდა, მეორე სესია ავარიის გამოც შეჩერდა. ამჯერად „ჩემპიონთა კედელზე“ მანქანა ბრუნო სენამ დაამტვრია. ცნობისათვის, ეს სახელი კედელმა იმის გამო დაიმსახურა, რომ მასზე ყველა ჩემპიონს აქვს მანქანა დამტვრეული (რა თქმა უნდა მათ, ვისაც მელბურნის ტრასაზე უასპარეზია).

„ზედმეტი მომივიდა. მაგრამ ეს ხომ ჩემპიონთა კედელი ტყუილად არაა, მასთან კონტაქტი ალბათ ყველას ჰქონია. მანქანა ძლიერ დაზიანდა, მაგრამ ჩვენი ბიჭები ყველაფერს მოაგვარებენ“, - განაცხადა სენამ, ვინც მანქანასთან ერთად, ახალი უკანა ფრთაც დაამტვრია, თუმცა განაცხადა, რომ „უილიამსს“ ორივე მრბოლისთვის სათადარიგო ფრთაც აქვს...

 

კანადის დიდი პრიზი

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)           1:15.259

2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:15.313

3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                             1:15.410

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             1:15.531

5. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:15.544

6. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                          1:15.651

7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:15.697

8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:15.799

9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:15.812

10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:15.878

11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                          1:15.898

12. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:15.907

13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:15.987

14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:16.360

15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:16.562

16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)               1:16.981

17. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:17.022

18. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:17.075

19. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:17.124

20. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:17.716

21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:18.908

22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             1:19.084

23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:19.378

24. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                           1:19.902

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_06.html

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096658