გერმანული ბუნდესლიგის “ჰანოვერმა” 2013 წლის 27 დეკემბერს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მირკო სლომკა დაითხოვა, მის შემცვლელად კი თურქი სპეციალისტი ტაიფუნ კორკუტი იმუშავებს. 39 წლის ტაიფუნმა ჰანოვერელებთან კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
კორკუტი “რეალ სოსიედადის”, “ჰოფენჰაიმისა” და “შტუტგარტის” ახალგაზრდულ გუნდებთან მუშაობდა, ბოლო ხანს კი თურქეთის ეროვნული გუნდის დამრიგებლის აბდულა ავჩის თანაშემწე იყო. კორკუტი ბუნდესლიგის ისტორიაში მეორე თურქი მთავარი მწვრთნელი გახდა.
სადღეისოდ “ჰანოვერი” ბუნდესლიგის გათამაშების ცხრილში 13-ე საფეხურზეა და სწორედ ეს შედეგი გახდა სლომკას გაშვების მიზეზი.





